პოეზიალია სტურუა

ლია სტურუა – ცისფერი, ლურჯი, ალისფერი…

ზეთის ფერები მე დამიტოვა,

მე, რომელმაც ხატვა არ ვიცი

ალბათ, გრძნობდა, რომ

საყრდენის ძებნას დავიწყებდი

შვილს არ სცალია, შვილიშვილი

ცისფერი საღებავითაა დახატული,

ეს ფერი კი, მფრინავი,

ერთ ადგილას ვერ გაჩერდება,

სკირაც მე მერგო, თავისი

იმპრესიონისტი შვილებით,

ისინი მამობას ვერ გაწევენ,

უმწეოები ყველაფერში, ხატვის გარდა,

სამაგიეროდ, ისეთი ღონიერი

იზმის შემქმნელები, რომელზეც

ცხვირს ვერავინ აიბზუებს,

არავითარი სენტიმენტები!

არაფერი, იმ კაცის გარდა,

რომელიც იცდის, სანამ

ცისფრად დახატულ ბავშვს

ლურჯი მოწიფულობა შეეპარება,

ამ დამჯდარ, წყალგაურეველ ფერთან

დატოვებს, როგორც ძიძასთან,

თვითონ კი წავა იქ, სადაც

ეპითეტებს იარლიყებივით აგლეჯენ,

მაგ., თვითმყოფადობას,

წითელ-ყვითელი, აღელვებისას,

ალისფერში ისევ გადადის,

ოღონდ, მისი მონაწილეობის გარეშე…

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა