პოეზიაჰომეროსი

ჰომეროსი – ილიადა

“ილიადა” არა მხოლოდ ბერძნული, არამედ ევროპული ლიტერატურის უძველეს ძეგლად გვევლინება. მისი ავტორის, ჰომეროსის მოღვაწეობის ხანად ძვ. წ. VIII საუკუნეა მიჩნეული. ჰომეროსის ეპოპეას საფუძვლად უდევს ტროის ომთან დაკავშირებული ჰეროიკული ეპოსი. ძველ სამყაროში ცნობილი ამ ათწლიანი ომის მიზეზად იქცა ტროელი უფლისწულის, პარისის მიერ აქაველთა ბელადის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლის, ელენეს მოტაცება. ტროის ომის სავარაუდო ეპოქად ძვ. წ. XIII საუკუნეს ადასტურებენ მეცნიერები. “ილიადათი იწყება “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის” ქვესერია “ანტიკური მწერლობა”, რომელიც შედგება 33 წიგნისაგან. “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა” უნივერსალური პროექტია, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. მასში მხატვრული, ისტორიული, ფილოსოფიური და რელიგიური ხასიათის ნაწარმოებები ქრონოლოგიურად არის გაერთიანებული. ეს სერია უძველესი დროიდან მოყოლებული დღევანდლამდე შექმნილ ყველა მნიშვნელოვან ნაწარმოებს მოიცავს.
გენიალური ბერძენი ბრმა გენიოსის ლეგენდარული პოემა, რომელიც დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტად ითვლება. ამბავი იმაზე, თუ როგორი პატარაა ადამიანი, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა, როგორ განაგებენ კაცთა საქმეებს ღმერთები და როგორი უმიზნოა ომი, ნებისმიერ ეპოქასა და სინამდვილეში… ტროას ალყა, მშვენიერი ელენე, ოდისევსის ეშმაკობა, აქილევსის სიმამაცე, ერთგული ჰექტორი – ლიტერატურული თუ მითოლოგიური პერსონაჟები, რომლებიც დღემდე ცოცხლობენ ლიტერატურის მოყვარულთა სიზმრებში.

 

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა