რომანიმიგელ დე სერვანტესიესპანური ლიტერატურაPdfეკრანიზაცია

მიგელ დე სერვანტესი – დონ კიხოტი

დონ კიხოტი (ნაწარმოები) (ესპ. Don Quijote), სრული სახელია „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“ (ესპ. El ingenioso hidalgo don Quijote de la Mancha) — ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის რომანი. მიეკუთვნება ესპანური ლიტერატურის „ოქროს ხანას“. თავდაპირველად გამოიცა ორ წიგნად 1605 და 1615 წლებში. ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად. ნაწარმოების მნიშვნელობა კარგად ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ზოგიერთი მკვლევარის თანახმად, „დონ კიხოტი“ მსოფლიო ტირაჟით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება. თავდაპირველად, რომანი ჩაფიქრებული იყო, როგორც პაროდია შუა საუკუნეების სარაინდო რომანებზე, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოებში აისახა სერვანტესის პერიოდის ესპანეთის სრული სურათი, ყველა დადებითი, თუ უარყოფითი მხარით. დიდი ადგილი უჭირავს ასევე ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო სიბრძნეს, რომელიც კონკრეტული ქვეყნით და საუკუნით ვერ შემოიფარგლება. „დონ კიხოტის“ ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მასში მსუბუქი იუმორისტული და ხშირად სატირული ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები ცხოვრების შესახებ.

წიგნის გადმოწერა: მიგელ დე სერვანტესი – დონ კიხოტი

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა