პოეზიაიოსიფ (იოსებ) ბროდსკი

იოსებ ბროდსკი – დედა ეტყვის ქრისტეს ასე

* * *
დედა ეტყვის ქრისტეს ასე:
-ღმერთი ხარ თუ ჩემი ძე ხარ?
მე ფეხს აღარ მოვინაცვლებ,
ჯვარს გაკრული ნუთუ შენ ხარ?!
რა ვიღონო, ან რა მეთქმის,
ვერ გავიგე რა ძალი ხარ?
შვილი ხარ თუ ჩემი ღმერთი,
ცოცხალი ხარ თუ მკვდარი ხარ ?
ის მიუგებს სიტყვას უმალ.
-სულ ერთია განაჩენი.
მკვდარი ვარ თუ ცოცხალი ვარ,
შენ ჩემი ხარ- მე კი შენი.

ლექსი თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა