პოეზიაიოსიფ (იოსებ) ბროდსკი

კი არ ვგიჟდები

იოსიფ (იოსებ) ბროდსკი

კი არ ვგიჟდები, ამ ზაფხულმა დამღალა უფრო.
დღე დაკარგულა, სანამ ძებნე პერანგი თალხი.
მალე მოვიდეს, გადაფაროს ზამთარმა ქუფრმა –
ჯერ ეს სიმწვანე, ქალაქები, სახლები, ხალხი.

მე სხვისი წიგნის შუაგზიდან დავიწყებ კითხვას,
ან გაუხდელად დავიძინებ, ჩამოვდებ კეფას,
დარჩენილი დრო ბრმისგან წასულ ურჩი ლეკვივით
სანამ გადაკვეთს გზას მწვანეზე. თავისუფლება –

როცა ტირანის გავიწყდება მამის სახელი,
როცა ნერწყვსაც კი გემო დაჰკრავს ხალვაზე ტკბილი,
და თუმცა ტვინი ცხვრის რქასავით გადაგრეხილა,
ლურჯ თვალებს მაინც არ მოსწყდებათ ცრემლი წუხილის.

მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა