ლუკა ოლირი

ლუკა ოლირი – ჯარისკაცის წერილები

* * *
გინახავთ თოვლით გადაპენტილი მდელო და ბორცვები? როგორ ჭრიან თვალებს ამომავალი
მზის სხივები, ქვევიდან გიშენენ და გუგებს გივიწროებენ… შესაძლოა ალიონს თვით
ჯომოლუნგმას ფერდობებზე შეხვედრიხართ ან ევერესტისეული დედამიწის მწვერვალიდან
დამტკბარხართ მსოფლიოს ხედით, მაგრამ ისეთი ვნებიანი ალიონი არ გექნებათ ნანახი,
რომელიც იქ იყო, ქალწულივით ხელუხლებელი, უმანკოების დარი ფანტალებით დამშვენებულ
იმ საარაკო დილას, როდესაც ყველა მოვლენა ნიაგარას ჩანჩქერად იქცეოდა და თავის ლოგიკურ
დასასრულს უახლოვდებოდა…
პირველი ნაკვალევი მისი იყო… მანამდე არავის დაესვა დაღი ამ შედევრისათვის. ღამის
გუშაგსაც კი. დაუფიქრებლად, ნელი ნაბიჯით გაკვალა პლატცისკენ. ნაკვალევს ნაკვალევი მოჰყვა
და კიდევ ერთი ნაკვალევი… ფიფქები კეპის ცხვირსა და მხრებზე ეფინებოდნენ. ოთხივე მხრიდან
მანათებული პროჯექტორების კაშკაშა შუქები გარშემო ყველა საგანსა თუ არსებას აქრობდნენ და
პირისპირ ტოვებდნენ ალიონის გრილ ნიავსა და მოფარფატე ფიფქებივით მოლასლასე,
გადაღლილ ფიქრებთან… შიშის მომგვრელ სიჩუმეს მდინარის რაკრაკიც კი არ არღვევდა,
გაყინულიყო და ყიდულის საფარქვეშ უხმოდ მიიკლაკნებოდა. მის გულში ნამდვილი
ორომტრიალი სუფევდა და გონება არეულ აზრებს ერთად ვეღარ უყრიდა თავს.
გადაწყვეტილების მიღება იმაზე რთული ეჩვენებოდა ვიდრე მოელოდა და კითხვაზე
გულწრფელად რომ ეპასუხნა, გეტყოდათ რომ სრულიადაც არ იყო დარწმუნებული ღირდა თუ
არა უფრო ღრმად შეტოპვა მორევში, რომელსაც უკვე ყელამდე ყავს ჩათრეული და უკვე ვერაფერს
გახდება, ხვდება-მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია… თუმცა თავიდანვე, თავიდანვე იცოდა
რა მიმართულებითაც უნდა ეცურა და სწორედაც რომ თვითონ აირჩია ეს მდორე, ჩამთრევი
შენაკადი, სწორედაც რომ თავად შეცურა მასში და ყველაფრისთვის წერტილის დასმაღა
დარჩენოდა, მაგრამ ორჭოფობდა…
-ადე!-გაისმა ასეულის სერჟანტის შეძახილი, რომელიც კარვებში ექოდ გავრცელდა და ჯარს
ალიონის დადგომას ამცნობდა-დროზე! დროზე!-კარვებიდან ერთმანეთის მიყოლებით, ჩქარჩქარა
გამოდიოდნენ ჯარისკაცები და როგორც წესითა და რიგით გახლდათ მიღებული ხუთ
რიგად, სახით პირსაბნისაკენ ეწყობოდნენ. მალე მორიგე ოფიცერი, მაიორი ზერეკიძეც გამოჩნდა.
-დროულად მოაწყვე, ჯინჯოლავა, საპირფარეშოში სირბილით და ათ წუთში ყველანი მზად
იყვნენ პირსაბნისათვის! წვერს პირადად შევამოწმებ! ზედმეტი ხმა არ გავიგო არავისი, მეთაურმა
შენიშვნა არ მომცეს,თორემ შენ დაისჯები, იცოდე!-მოვალეობის მოხდის მიზნით გააფრთხილა
სერჟანტი და პლატცისკენ გაემართა.
-როგორც ყოველთვის ყველაზე ადრე დგები, სიცხე…
სიცხე პლატციდან აკვირდებოდა ჯარის მოძრაობას, ხედავდა როგორ ივსებოდა მწყობრი
კარვებიდან გამოსული ჯარისკაცებით, ბიჭებით, რომლებთან ერთადაც ამ ციხეში უკვე ათი თვე
ჰქონდა გატარებული. თითოეულ მათგანთან მეგობრობა და ახლო ურთიერთობა, ტკბილი და
მწარე მოგონებები აკავშირებდა.
-არც მძინებია, ბატონო მაიორო…
-როგორც ყოველთვის… მაცოდინა რისთვის ათენებ ღამეს?
-იმისთვის რომ ჯარს ეძინოს მშვიდად, ბატონო მაიორო. ამ დაწყევლილ მიწას დიდი ცოდვა
აწევს კისერზე, რაც არც ერთ თქვენთაგანს არ მოგცემდათ მშვიდად დაძინების საშუალებას,
ჩემნაირი ადამიანების დარაჯობის გარეშე…
-ვერაფერს ვიტყვი შვილო, სრულიად გეთანხმები… წუხელ ხომ არაფერი მომხდარა
სერიოზული?
-არეულობა ხომ არ დაგხვედრიათ ამ დილით, ბატონო მაიორო?
-არა..
-ესაა მთავარი, დანარჩენი უკვე თქვენი საქმე არაა, რაც ნაკლები იცი, მით მშვიდად გძინავთ,
ვფიქრობ დამეთანხმებით…
-გმადლობთ შვილო…
-მადლობის მოხდა არაა საჭირო, უპირველეს ყოვლისა, მე ჩემი ძმების სიმშვიდეს ვიცავ და
მეორეც, ოფიცრებს შორის თქვენ ერთად-ერთი შეგნებული ადამიანი ბრძანდებით და თქვენთის
ბევრად მონდომებით ვცდილობთ, ვიდრე სხვათა მორიგეობისას. იმ უჭკუო საქონლებს ვერც კი
შეგადარებთ რომელთაც თავი მამაკაცები ჰგონიათ, თავიანთი ჩინებისა თუ თანამდებობებიდან
გამომდინარე და წარმოდგენაც კი არ აქვთ თუ რა სატკივარი ტანჯავს ჯარს…
-აქ ბავშვების ადგილი არ არის შვილო, მაგრამ რას ვიზავთ?! სამშობლოს სჭირდება,
სამშობლოს…
-ნუ მაცინებთ, ბატონო მაიორო, ეს ძალიან ცუდად გამოგდით. ბედნიერი ვიქნებოდით ჩვენი
ძალა და ენერგია მართლაც სამშობლოს ხმარდებოდეს, მაგრამ ჩვენ ეს ბედნიერებაც კი
წაგვართვეს… თავს ნუ მოვიტყუებთ, ბატონო მაიორო,თქვენ წლები შესწირეთ ამ სამხედრო
ნაწილს და ჩემზე კარგად იცით, რომ ჩვენ აქ სამშობლოს არ ვემსახურებით…
-არხოტო! სამშობლო!-გაისმა ჯარის შეძახილი და სიმღერა. სიცხე ნელი ნაბიჯებით დაიძრა
კარვებისკენ და საპირფარეშოსაკენ მიმავალ ჯარს უკან მიჰყვა.
მაიორ ზერეკიძეს ჯერ კიდევ ყურში ჩაესმოდა მისი სიტყვები, „ბედნიერნი ვიქნებოდით,
მაგრამ ეს ბედნიერებაც წაგვართვესო“ და გული უკვე მე
შეიპყრო, გრძნობამ, რომელიც ხშირად ეუფლებოდა ამ ბიჭთან საუბრის შემდეგ . ორმოც წლიანი
სამხედრო კარიერიდან ათი ამ სამხედრო ნაწილს შესწირა და მას უდაოდ ყველაზე კარგად
ესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა, მას ყველაზე კარგად ესმოდა ამ ნაწილის სუნთვა და
გრძნობდა მისი გამალებული, დატანჯული გულისცემას, თუმცაღა რამის შეცვლა მის ძალებს
აღემატებოდა, მას არც თანამდებობა ჰქონდა და არც მეთაურთან პირადი კავშირები არ
აკავშირებდა, განხვავებით იმ ოფიცრებისა თუ მეთაურის მოადგილეებისაგან რომლებმაც აქ
ნაცნობობითა და ჩაწყობით, პირადი თუ შორეული კავშირებით დაიმკვიდრეს ადგილი და
ყველაფრით კმაყოფილებს არაფერი ადარდებდათ. წარსული არსად ქრება, მისი მივიწყება
შეიძლება, მაგრამ წაშლა შეუძლებელია…
თვალს ვერ აცილებდა მწყობრის უკან მიმავალ სიცხეს, იგივე სავალდებულო სამხედრო
სამსახურის ასეულის სერჟანტ თიკანაძეს,რომელსაც ხელები ჯიბეში ჩაეწყო და დინჯი ნაბიჯით
მიჰყვებოდა უკან მწყობრს. კარვებს ჩაუარა გვერდი, თავი არც კი აუწევია, მაიორი ზერეკიძე
ზურგში მზერით ცრიდა ახალგაზრდას, რომლის მტკიცე ხასიათი აოცებდა, განათლება და გონება
კი აოგნებდა, ასეთ ბიჭებს იშვიათად შეხვედრია და ხშირად უფიქრია იმაზე, თუ რამდენად
სასარგებლო იქნებოდა ეს ახალგაზრდა უფრო მაღალი დონის დანაყოფში…
დაღმართში თვალს მოეფარა…
* * *
ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც გაწვევის ბილეთი მოუტანეს.
შეეძლო სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ თავისი პრობლემის გადასაჭრელად
ჯარში წასვლა საუკეთესო გზა იყო, გზა, რომელიც ეუცრად გაფანტული ბურუსიდან
გამოჩნდება ხოლმე. დედა სთხოცდა, ევედრებოდა ხელი აეღო ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ
მისი ხასიათი უცვლელი, გადაწყვეტილება კი შეუვალი გახლდათ.
-შენ ხომ ბავშვობიდან მებრძოლად მზრდიდი, დედა! მაშ გამიშვი იმ გზაზე რომელსაც შენ
მაჩვენებდი! მე ვალდებული ვარ! ჩემი ოჯახისთვის, ჩემი სისხლის დასაცავად! – დედა უხმოდ
ყლაპავდა ცრემლებს, რომლებიც გულზე ცეცხლის წვეთებად ეცემოდნენ და შიგნიდან წვავდნენშენ
კარგად იცი რომ მე ვერაფერი შემაჩერებს! აჯობებს დამლოცო…
-მაპატიე მე რომ ვერ გაგაცილებ ჯარში ისე, როგორც შენ გამაცილე თავის დროზე და მაინც
გთხოვ ერთი თხოვნა შემისრულო: ბოქსიორას გადაეცი მოკითხვა! – სიმწრით გამოსცრა კბილებში,
უფროსმა ძმამ თეოდორემ…
-გადავცემ,ძმაო, გადავცემ… განსაკუთრებულად მოგიკითხავ…
შემდეგ იყო დიღმის კომისარიატი, სადაც სამედიცინო შემოწმება გაატარეს. იქ გაიცნო ბიჭები,
რომლებთანაც მხარდამხარ მოუწევდა ბრძოლა მთელი სამყაროს წინააღმდეგ, თუმცა მაშინ ამის
შესახებ არც ერთმა მათგნმა არაფერი არ იცოდა, ადარდებდათ მხოლოდ ანალიზების პასუხები და
იმაზე ფიქრი, თუ რა მოეფიქრებინათ, რომ გაცლოდნენ იქაურობას. ბრუციანები, ალერგიულები,
კოჭლები და ფსიქიურად არამდგრადი წვევამდელები მაშინვე გაისტუმრეს სახლებში,
დანარჩენების გამოკვლევა კი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდადა. ზოგს სწყინდა
უვარგისად ცნობა, უმრავლესობას კი შეადგენდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ყველა ღონესა და
საშუალებას ხმარობდნენ, რათა უვარგისის საბუთი მიეღოთ. ზოგს მეტალის კენჭი ჰქონდა
გადაყლაპული, ზოგს თავი ბრუციანად მოჰქონდა, ზოგიერთმა კი ყოველგვარ ფანტაზიის უნარს
გადააჭარბა და ყალბი ავადმყოფობის საბყთები წარმოადგინეს, სადაც ეწერა, რომ ზოგიერთი
მათგანი კიბოთი,ზოგი შიდსითა და ზოგიც მალარიით იყო ავად. მაგრამ იმას კი ვერ ხვდებოდნენ
რომ აღნიშნული დაავადებებზე მათი შემოწმება სულ ორიოდე წუთის საქმეს წარმოადგენდა და
არანაირი შედეგი არ მოჰქონდა. უფრო მეტიც, გაუმართლათ რომ ჯარის ნაცვლად ციხის გზას არ
გაუყენეს. სიცხეს, რომელსაც მაშინ სიცხე არ ერქვა და საბუთებით აქედანვე გვარით, თიკანაძეთი
მოიხსენიებოდა, ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა მამაკაცის ამ დონეზე დაკნინება…
უჩავა ნათესავი აღმოჩნდა და პირველივე წუთიდან დამეგობრდნენ. მათ დეიდაშვილები
აბრუმია და კვარაცხელია შემოუერთდნენ, რომელთაც მათი უბნელები და არც თუ ისე შორეული
ბავშვობის მეგობრები გოგია და ბაძაღუა მოჰყვნენ და პატარა საერთო სამეგობრო წრე შექმნეს,
რომელსაც ბოლოსკენ ბასილაია დაემატა. მთელი დღის მანძილზე, ათასი ანალიზის ჩაბარებისა
და შემოწმების გავლის შემდეგ, დაღლილნი ისხდნენ მოსაწევ ზონაში, როდესაც „ბოქსიორა“
გამოჩნდა. მან მაშინათვე მიიპყრო ყველა წვევამდელის ყურადღება თავისი სპორტული
აღნაგობითა და ჩაცმულობით. სამხედრო ფორმა ისე კოხტად ხატავდა მის დაკუნთულ სხეულს,
მისი მყარი და გამართული, სამხედრო ნაბიჯები კი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ
მნახველებზე რომ შეუძლებელი გახლდათ არ შეგშურებოდათ მისი ეფექტურობისა. მაგრამ ამდენ
აღფრთოვანებულ ბიჭებში იყო ერთი,რომელიც მას გამჭოლ მზერას არ აშორებდა და არც კი
აქცევდა ყურადღებას იმათ გაოგნებულ კომენტარებს, რომლებიც ბოქსიორათი მოხუბლულიყვნენ.
დამქანცველი დღის ბოლო ეტაპი, გასაუბრება..
ვიწრო ოთახში რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე შეყუჟულიყო და სათითაოდ ღებულობდნენ
წვევამდელებს, რომელთთანაც გასაუბრება სურდათ. ახლად შემდგარი სამეგობრო ერთად
შევიდა მათთან. ბოქსიორამ მაშინათვე დაადგა თვალი ტანად მაღალ და ძლიერ უჩავას და მისკენ
ახლოს მიიწია. ჯერ მისი ვინაობა ჩაინიშნა, შემდეგ წამიერად მისი მეგობრები შეათვალიერა და
ისევ უჩავას მიუტრიალდა.
-წამოხვალ ჩემთან? ყველაზე ძლიერი ნაწილი ჩვენთანაა. სპორტ დარბაზი მოსასვენებელი
ადგილები, აუზი, ტრენაჟორები… რაც გვჭირდება ყველაფერი გვაქვს. ულამაზესი ბუნება, სუფთა
ჰაერი…ყაზარმულია და სულ ნაწილში მოგიწევს ყოფნა, მაგრამ შვებულებები გვაქვს და ხშირად
გაგიშვებ ხოლმე… საუკეთესო პირობებს გთავაზობ. ენა ჩაყლაპე ჯარისკაცო?!
-არა, არ ჩამიყლაპავს…
-მაშინ მითხარი რას ფიქრობ?! ზონაზე ვიღაც პატიმრების ყარაულობას არ ჯობია?! რა კაცის
საქმეა ვიშკაზე დგომა?!
-ვიშკაზე არ მინდა, არა.. თან ვარჯიშს რა ჯობია…
-ჰა?! ვაგწერო ჩემს სიაში? მოდიხარ?
-კი, მოვდივარ…
-ძალიან კარგი… აბა ვინ არის აქ კიდევ შენი ძმაკაცი? ვინ წამოვა შენთან ერთად? ვინ
დაგიდგება გვერდში?
-აგერ, თიკანაძე-გაიშვირა თითი…
ბიჭების ჯგუფს გამოეყო და ბოქსიორას მიუახლოვდა. ძმის დანაბარები გაახსენდა-ბოქსიორას
მოკითხვა გადაეციო-მაგრამ ჯერ ადრე იყო მისი თხოვნის შესრულება.
-თიკანაძე? სადაური ხარ?
-აფხაზეთი…
-სადმე ხომ არ შევხვედრილვართ? ძალიან მეცნობი…
-არამგონია, რომ შემხვედროდით არ დამავიწყდებოდით, სახეები კარგად მამახსოვრდება,
თქვენ კი მით უმეტეს არ დამავიწყდებოდით.
-რანაირი აფხაზი ხარ? თიკანაძეები სადაური აფხაზები არიან?
-აფხაზი არ ვარ, ჩვენი გვარი წარმოშობით გურიიდანაა, მაგრამ ჩვენი შტო აფხაზეთში
გადმოსახლდა და რვა თაობა იქ გაიზარდა, ჩემი თაობა კი სამეგრელოში გადმოვიდა აფხაზეთის
ომის შემდეგ.
-მაშ მეგრელი ხარ შენც? მეგრელების ცვენა გვაქვს დღეს!-დამცინავად…
-აფხაზეთიდან გამოდევნილი, სამეგრელოს კალთას შეფარებული…
-რა პოეტური ხარ თიკანაძე, შემთხვევით მწერალი ხომ არ ხარ?! არ მჭირდება ბაზაზე
მწერლები და „პისარები“
-მეც მოვდივარ-საუბარში აბრუმია ჩაერთო. მას კვარაცხელია მიჰყვა და უეცრად შვიდივე
ახალდამეგობრებული ახალგაზრდა ბოქსიორას სიაში მოხვდა.
-მოვა დრო და აუცილებლად გადავცემ შენს მოკითხვას ძმაო, აუცილებლად – გეგუთის
საწრთვნელი ბაზისკენ მიმავალ ავტობუსში მჯდომ თიკანაძეს სხვა არაფერზე არ შეეძლო ფიქრი…
* * *
გეგუთის საწრთვნელ ბაზას გამთენიისას მიაღწიეს. ნოემბრის დილის სუსხი ძვალსა და ტანში
ატანდათ, თბილი ქურთუკების მიუხედავად სიცივისაგან კბილები ელესებოდათ. ორას ორმოცდა
შვიდი ახალწვეული, ორას ორმოცდა შვიდი ჯარისკაცი, რომელთაც სამშობლოსათვის ძალა უნდა
შეემატებინათ და აუცილებლობის შემთხვევაში მის დასაცავად თავი შეეწირათ.
სამი ხის ყაზარმა, სასადილო ყაზარმა, ღია პირსაბანი, სააბაზანო, სამი ღია მოსაწევი აივანი
და უზარმაზარი პლატცი. სულ ეს გახლდათ გეგუთის საწრთვნელი ნაგებობების მოკლე ნუსხა,
რომელიც წითურმა მზემ გაანათა. ახალწვეულები უკვე ღია პირსაბანთან მწყობრად იდგნენ
რიგში, ცივი წყლით თავის მოსაწესრიგებლად. შემდეგ იყო საუზმე. ჯარი ოცეულებად შედიოდა
სასადილო ყაზარმაში, დანარჩენი ჯარი კი გარეთ უცდიდა თავის რიგს. სიჩქარეს მიუჩვეველი
ახალწვეულები ზლაზვნით მიაბიჯებდნენ თეფშებით ხელში თავიანთი ადგილებისაკენ და კიდევ
უფრო ნელა მიირთმევდნენ, თან ენას არ აჩერებდნენ და ჭორიკანა ქალებივით ლაყბობდნენ
რაღაც უაზრო და უსარგებლო თემებზე.
სასადილოში საწრთვნელი ბაზის მეთაური, პოლკოვნიკი ზედგენიძე შემოვიდა.
-ადე! – მისი დანახვისთანავე დაიძახა ბაზის სერჟანტმა ხოშტარიამ, მაგრამ ახალწვეულები არც
კი დაძრულად ადგილიდან, ვერც კი მიხვდნენ რომ ეს ბრძანება მათ გასაგონად იყო გაცემულიადე!
დროზე მეთქი ბიჭო!-გაცოფდა სერჟანტი. ამჯერად ყველა ფეხზე წამოდგა.
-არაუშავს ბატონო სერჟანტო, ჯერ არ იციან მოქცევის წესები, არ იციან რომ მათზე მაღალი
წოდების მქონე პირის შემოსვლისას ფეხზე უნდა წამოდგნენ და პატივი სცენ ამ ელემენტარული
საქციელით, მაგრამ ვასწავლით! აუცილებლად ვასწავლით!
-არის, ბატონო მეთაურო!-ომახიანად უპასუხა სერჟანტმა ხოშტარიამ
-ან რა პატივისცემა უნდა მოსთხოვო თუნდაც ამას-ხელი ერთ-ერთი ჯარისკაცისკენ გაიშვირაფერზე
დგას და ჭამას აგრძელებს! შეხედეთ! ბიჭო!-დასჭექა გაუგონარი ხმით-ცხენი ხარ ბიჭო?!
შენს პატრონს შენსას! სერჟანტო, დასვი, ჩაიყარონ დროულად საჭმელი მუცლებში და დროზე
დაახვევინე აქედან, გარეთ ნახევარი ასეული მშიერი ელოდება ამათ გამოსვლას! რესტორამში კი
არ ხართ! გაგიმართავთ სმა, ჭამა და ქეიფი!
-არის! დაჯე! დროულად, დროულად! ჯარი მშიერია!
-და ხმა კრინტი არ შემოვიდეს კაბინეტში თორემ თავის თავს დააბრალოს მან, ვისთვისაც
გამოვალ! საკუთარი დედიკუნა ვერ იცნობს!
სადილის შემდეგ ტრადიციული თავის გადაპარსვისა და განბანვის რიტუალი. ზოგს გრძელი,
ხუჭუჭა თმა სცვივა, ზოგს კიდევ ისეც დაბალზე დაყენებულ ვარცხნილობას სულ მთლად
ჰპარსავენ. ჯარის ტრადიცია და ერთგვარ რიტუალად ქცეული ვალდებულება, რომელსაც მთელი
მსოფლიოს გარშემო, ყველა ქვეყნის ყველა სახის სამხედრო დანაყოფში აუცილებელი სახე აქვს…
სრულიად უმნიშვნელოა ვინ იყავი აქამდე, არავის არ აინტერესებს რას წარმოადგენდი, რა
გაგიკეთებია და რა ცხოვრებოთ გიცხოვრია, იყავი ღარიბი თუ მდიდარი, საქმიანი თუ უქნარა,
გიყვარდა გრძელი თმის ტარება თუ ტვლიპინა თავით დაიარებოდი, აქ ყველაფერი წარსულში
რჩება და იწყება სკოლა, რომლის გავლაც აუცილებელია, სკოლა, რომლის გავლასაც ყველაზე
დიდი შედეგის მოტანა ძალუძს ადამიანისათვის, სკოლა, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავ და
გასწავლის იმას, რასაც სხვა ვერც-ერთი ცხოვრებისეული სკოლა ვერ გასწავლის…
თიკანაძეს ჯერი დადგა. საპირფარეშოს ღია დერეფანში სამ-სამი სკამი დაუდგავთ და სამ-სამ
წვევამდელს ერთდროულად ჰპარსავენ თმას. დალაქების როლში კი უკვე გაწრთვნილი, ასევე
სავალდებულო სამსახურის, გეგუთის სასწავლო სამხედრო ნაწილის სერჟანტები მოგვევლინნენ.
კბილებში გასცრა, მაისურის ამარა დარჩენილი, სიცივისაგან აკანკალებულ სხეულს ძლივს
იმორჩილებდა. მთელს ტანზე ჟრუანტელმა დააყარა ნაფოტებად. უჩავას საბრალო მზერა
დაიჭირა, რომელიც ასევე დიდი გაჭირვებით იკავებდა თავს მეზობელ სკამზე.
-კეფაზე ხალი მაქვს და ცოტა ფრთხილად, არ ამაცალო – სთხოვა თიკანაძემ მის დალაქ
სერჟანტ დევდარიანს.
-ხო? რას მელაპარაკები, სალაგა ბლიად, წყნარად იჯექი, პირველი არ ხარ ვისაც ვპარსავ!-
იუკადრისა სერჟანტმა დევდარიანმა. თიკანაძემ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, სისხლი ტვინისკენ
აეჭრა, ზედა ტუჩი აუტოკდა და თვალები შეუვიწროვდა სიბრაზისაგან. „სალაგა ბლიად!“-ჩაესმა
ყურში უკვე მე ათედ.
დევდარიანმა შუბლის არიდან დაუსვა საპარსი მანქანის წვერი და კეფისკენ
უსწორმასწოროდ, არეულად მიჰყვა პარსვას. ხალს მიუახლოვდა. პირში სიგარეტი გაეჩხირა და
თან თავის ძმაკაცებთან სიცილ-ხარხარით ერთობოდა.
-ხალი არ დაგავიწყდეს ჯიგარო – შეახსენა თიკანაძემ მეორედ.
-გითხარი, არ დამავიწყდებათქო, ბლიად! ყრუ ხარ შეჩემა?! დახარე თავი! გამოყლევებული
სალაგები! -კეფაზე დააწვა და ძირს დაახრევინა თავი. თიკანაძემ მეორედ გადაყლაპა ნერწყვის
დიდი ბურთი. თვალები იმდენად შეუვიწროვდა რომ საერთოდ აღარ უჩანდა, ზედა ტუჩი კი
ძალუმად აუტოკდა.
სერჟანტმა დევდარიანმა ისეთივე დაუდევრობით განაგრძო პარსვა. საპარსი მანქანის წვერი
უკვე რამდენჯერმე წამოეკრა თიკანაძეს ხალისთვის, მაგრამ თიკანაძე უხმოდ იჯდა, ბოღმის
ჩახშობას ცდილობდა. უეცრად ჯერ კისერზე, შემდეგ კი სახეზე თბილი სითხის სრიალი იგრძნო.
სერჟარნიტი დევდარიანის სიცილის ხმა უეცრად შეწყდა და საპირფარეშოს დერეფანში მყოფთა
ხმებიც სადღაც გაქრა. წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა იქ მყოფი თიკანაძეს
მიშტერებოდა. ის ჯერაც თავდახრილი იჯდა, ადგილიდან არ იძვროდა. სისხლმა წვეთებად იწყო
მეტლახზე ცვენა. თავი წამოსწია და დევდარიანს შეხედა. ასეთი მზერა ალბათ არასოდეს
ავიწყდებათ მათ ვისკენაც იგი იქნა მიპყრობილი, მზერა რომელიც შემდგომი ქმედების გარეშეც
თავისთავად საშინელებას მოასწავლებს. სერჯანტმა დევდარიანმა მის გასისხლიანებულ ხელს
შეხედა, სიგარეტი ტუჩებს მოსწყდა და თიკანაძეს დაღვრილ სისხლში ჩაქრა.
არწივივით წამოფრინდა ადგილიდან, გაშლილი, გასისხლიანებული ხელი, მთელი ძალით
სახეში უთავაზა და საპირფარეშოში თავქვე დასცა. წამში წამოიშალნენ, ზოგი გულწასულ
სერჟანტს მივარდა მოსასულიერებლად, ზოგმა თიკანაძესკენ გაიწია საჩხუბრად, მაგრამ მას უჩავა
დაუდგა წინ და შორეული კუთხისკენ მისწია, რომ არ მისწვდომოდნენ ვიწრო დერეფანში.
აყვირდა მთელი საპირფარეშო, ყველანი ერთდროულად გაჰყვიროდნენ რაღაცას, მხოლოდ
თიკანაძე იდგა უხმოდ, კუთხეში. ბოლოს, სერჟანტმა ცხადაიამ დაიყვირა მთელ ხმაზე და
ყველანი ერთდროულად დადუმდნენ. გონდაკარგული სერჟანტი დევდარიანი როგორც იქნა
მოასულიერეს და საპირფარეშოს გააცალეს.
-ცხადაია, ამ სალაგამ დაარტყა, ამან, ამან.-ჩაუკაკლა უცებ ერთ-ერთმა დემბილმა ცხადაიას.
-დემბილები გავიდნენ აქედან დროზე ყველანი! დროზე!- იბღავლა მთელ ხმაზე ცხადაიამდემბილები
თავქუდის მტვრევით გაქრნენ საპირფარეშოდან.
-შენ დაარტყი?!-მიმართა თიკანაძეს
-ცხადაია, მაგისი ბრალი იყო ძმაო!
-შენთვის არ მიკითხავს უჩავა! შენ გკითხე თიკანაძე! შენ დაარტყი და შენ ჩააგდე ტუალეტში?!
-მე დავარტყი! და ტუალეტში რომ ჩავარდა თავის თავს დააბრალოს! დაიბანს და სუნიც
გაუვლის, არაუშავს.
-ჰმ… აქ ტუალეტის სუნს ვერასოდეს მოიშორებს ადამიანი, თიკანაძე, ეს დაიმახსოვრე! ეხლა
სახე მოიბანე და მომხდარზე კრინტი არავისთან დაძრათ, მითუმეტეს ოფიცრებთან, ჩვეულებრივად
ჯარს შეუერთდით, ამ ყველაფერზე კიდევ საღამოს დავილაპარაკებთ, როგორც საჭიროა.
-ცეცხლი ხარ თიკანაძე-ღიმილით უთხრა უჩავამ, მას შემდეგ რაც ჯარს შეუერთდნენ-„სინჩხე“,
აწი ასე დაგიძახებ ძმა, პირველივე დღეს პალაჟენიასთან ჩხუბი არ არის პატარა საქმე „სიცხე“.
ნამდვილი სიცხე ხარ ძმაო.
-არ არის ცუდი სახელი უჩა, მომწონს, მომწონს – ღიმილითვე უპასუხა თიკანაძემ.
* * *
სამხედრო ფორმები დაურიგეს.ბათინკის თასმები შეიკრა და გაიმართა. სიამაყით სავსე გული
მკერდს უგლეჯდა -ჩემი პატარა, საბრალო ქვეყანავ. ჩვენ მოვდივართ, რომ გემსახუროთ-გაიფიქრა
და ყაზარმას შეავლო თვალი. ჯარისკაცები ფაცი-ფუცით იცმევდნენ ფარმას და მწყობრში
გასასვლელად ემზადებოდნენ. -დროზე, ვინც ჩაიცვა გარეთ! სირბილით!-დაიძახა სერჟანტმა
ლაბაძემ.
-ეს თქვენი ცხოვრების ახალი ფურლის გადაშლას ნიშნავს, ბატონო ჯარისკაცებო!-მწყობრის
წინ გეგუთის საწრთვნელი ბაზის მეთაური ზედგენიძე გამოვიდა სიტყვით-ამ წამიდან თქვენი
ცხოვერბა ძირ-ფესვიანად შეიცვლება, მე პირადად გაძლევთ ამის პირობას, ამ წუთიდან თქვენ
სამხედრო ფორმა გმოსავთ! დარწმუნებული ვარ გესმით მისი არსი და შინაარსი! ვისაც ჯერაც ვერ
შეუგნია რომ ჯარშია და არ იცის რა ვალდებულებები იკისრა აქ მოსვლით, შეგახსენებთ თქვენ,
საქართველოს ჯარისკაცები ხართ, არა რომელიმე აფრიკული მიკარგული და უპატრონო ქვეყნის,
არამედ საქართველოს ჯარისკაცები! ქვეყნისა, რომლის ყოველი მტკაველი, მიწის ყოველი
ნაგლეჯი მორწყულია თქვენი წინაპრების მის დასაცავად დაღვრილი სისხლით! თქვენ უნდა
ემსახუროთ თქვენს სამშობლოს ისე როგორც ის მოითხოვს თქვენგან! ზოგი წინა რიგებში, წითელ
ხაზზე იბრძოლებს, ზოგიერთ თქვენგანს კი ზურგის დაცვა მოუწევს, რომ ვერაგულად მოპარული
მტრის დანა აარიდოს მოძმეთ! დაიმახსოვრეთ! ამიერიდან თქვენ ერთნი ხართ! განურჩევლად
რასისა, წარმომავლობისა, ენისა და სარწმუნოებისა! ვინაიდან და რადგანაც თქვენ აქ იმყოფებით,
ეს ნიშნავს იმას რომ ყველანი საქართველოს შვილები ბრძანდებით, მაშასადამე ხართ ძმები!
სისხლით ძმები და ერთმანეთს ისე უნდა დაუდგეთ მხარში და დაეხმაროთ როგორც თქვენი
საკუთარი დედის მუცლიდან შობილ ძმას! გასაგებია?!
-დიახ…-გაისმა ალაგ ალაგ პასუხი ჯარის რიგებიდან.
-რაო?! ეს რა იყო?! კატის კნუტუნს უფრო გავდა! კნუტები ხართ ბიჭო?!
-არა…- ისევ ალაგ ალაგ გამოისროლა რამდენიმე ჯარისკაცმა მწყობრიდან.
-ვერ გავიგე, გასაგებია?!-დაიტყვირა ზედგენიძემ
-დიახ!-ამჯერად უფრო მკაფიოდ გაისმა მწყობრიდან
-ვერ გავიგე, გასაგებია?!-კიდევ ერთხელ, მთელ ხმაზე დაიყვირა მეთაურმა
-დიახ!-ჭექად მოისმა ჯარის შეძახილი.
აღფრთოვანების ნაპერწკალმა გაიელვა თითოეული მათგანის თვალებში. ეს რაღაც სხვა
შეგრძნება იყო, ამ მოტივაციამ, ამ შეჯაჯგურებამ, მეთაურის ამ გამოფხიზლებამ ყოველი მათგანი
საგონებელში ჩააგდო და გამოაფხიზლა.
ზედგენიძე მხრებში გამართული, გაჭიმული, ნელი ნაბიჯით, უხმოდ დააბიჯებდა
უზარმაზარ პლატცზე მოწყობილ ახალწვეულთა წინ და დაკვირვებული მზერით უცქერდა მათ,
მდუმარედ, თითქოს აკვირდება და მათ შესწავლას ცდილობსო.. მზე მთების უკან იფერფლებოდა
და თიაკანაძის თვალები ამ საოცარი სანახაობისკენ იყვნენ მიმართულნი. ღრუბლებიდან
არეკლილი ათასფერი სხივები მთის ბორცვებზე ეფინებოდნენ და თითქოს კვდებოდნენ. ამ მზის
სიკვდილი მის ძველ ცხოვრებასთან სამუდამოდ დამშვიდობებას, მისი ძველი ცხოვრების
სიკვდილს ნიშნავდა.
-ორი კვირის განმავლობაში თქვენ ჩემი სტუმრები ხართ ბატონებო, ეს ყაზარმები თქვენი
საძინებელი ოთახებია, ის მეხუთე შენობა კი სამზარეულო. გაუფრთხილდით აქაურობას ისე
როგორც თქვენსას, თორემ დამერწმუნეთ, ვერ ავიტან ვერანაირ აურზაურს და ყველა შესაბამისად
დაისჯება. არანაირი ხმაური, არანაირი ალიაქოთი! ის პატარა ფანჯარა, აი იქ რომ ხედავთ, ჩემი
საძინებლის სარკმელია. ყველაფერი მესმის და ყველაფერს ვხედავ, ასე რომ ნუ გამოსცდით ჩემს
მოთმინებას! იყავით კარგი სტუმრები და შესაბამისად მე კარგი მასპინძელი ვიქნები! მინდა ორი
კვირის თავზე, როდესაც თქვენი წრთვნა დასრულდება და სამხედრო ფიცს მიიღებთ, ვამაყობდე
თქვენით და იმედებს ნუ გამიცრუებთ. დანარჩენზე თქვენი სერჟანტები გაგესაუბრებიან.
ჯარი ოთხ ოცეულად დაიყო, თითოეულ ოცეულს ორ-ორი სერჯანტი ჩაუდგა სათავეში, ოთხ
ყაზარმაში გადანაწილდა, საწოლი ადგილები გაინაწილეს და ისევ პლატცზე მოეწყვნენ. თიკანაძეს
ოცეულში თავისი ახალშეძენილი ძმებიდან მხოლოდ უჩავა მოხვდა.
-ხვალიდან მძიმე ვარჯიში გელოდებათ, გარანტიას გაძლევთ უკანალში ოფლი გაგივათ,
ფეხები მოგეკვეთებათ დაღლილობისაგან და ზოგიერთ თქვენგანს გულიც წაუვა, მაგრამ იმედი
მაქვს გაუძლებთ! აქ ჯერ არავინ მომკვდარა და იმედია არც თქვენ მოკვდებით – დაამშვიდა
ჯარისკაცები ცხადაიამ-მაგრამ ეს ყველაფერი ხვალიდან, დღეს კი დასვენება შეირგეთ, კარგად
მოეწყვეთ თქვენს ყაზარმებში და თქვენი ოცეულის სერჟანტები ახლოს გაიცანით, ამიერიდან
ისინი თქვენი საუკეთესო მეგობრები არიან, თუ გინდათ აქედან მშვიდობიანად გააღწიოთ,
კარგად მოუსმინეთ მათ და დაუჯერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ აგცდებათ, როგორც
პატარძალს არ ასცდება ქორწილის ღამეს! გასაგებია?!
-დიახ!-შეძახილის ექო მთის ბორცვებიდან მობრუნდა უკან, ჯარს ეამა.
-ჰმ…-დამცინავი ღიმილით გამოხედა ცხადაიამ-ორას შვიდ კაციანი მწყობრის შეძახილით ექო
მხოლოდ ერთხელ მობრუნდა უკან! კნუტებო! სამჯერ, სამჯერ უნდა მობრუნდეს! სალაგებო!
* * *
ჩემი გულის დედოფალო
ერთი ციდა ქაღალდის ნაგლეჯი დიდი გაჭირვებით ვიშოვე, მასზე ვერანაირად ვერ
დავტევ ყველა იმ გრძნობას რომელიც გულს მივსებს და მამხნევებს, მაგრამ ვეცდები მოკლედ
გამოვთქვა ჩემი გულის წადილი, დროც ცოტა მაქვს, ყაზარმაში ვწევარ, ფანრის შუქით ვინათებ
სიბნელეს და კალამიც, როგორც ნაწერიდან ხედავ, დიდი ხვეწნა-მუდარით წერს.
ვიმედოვნებ ამოიკითხავ მის ფერმკრთალ ნაჯღაბნს.
მეორე დღეა არ მინახავხარ და უკვე მკლავს მონატრება. შენი თაფლისფერი თვალები და
თმის ფრიალის ნახვა მწადია, ხომ იცი როგორ მიყვარს, ქარი რომ გიშრიალებს და გიფრთიანებს
ტალღებად. ოჰ, როგორ მიყვარს შენი კანის სურნელი, უმწიკვლო, თოთო ბავშვის კანის
სურნელს რომ ჰგავს. ჩემო ღვთაებავ…
ჩემკენ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, ყველაფერი ხვალიდან იწყება, გვითხრეს
დაგღლით ვარჯიშითო, მაგრამ ეს არ მაშინებს. შენგან სიშორე მაშინებს და მაკრთობს, შენთან
განშორება მაფრთხობს. გონება და გული შენით მაქვს მოწამლული, ჩემი საწამლავი და
შრატი ხარ, ერთდროულად, ხომ მითქვავს? აი დასტურიც, შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ.
მტანჯავ შენი არსებობით, შენი ყოფნით ჩემს გულში, მაწამებ შენი სიშორით. ვერ ვიტან
იმ ადამიანებს, რომლებთანაც უთიერთობ, ვერ ვიტან იმ ბალიშს რომელზეც თავი გიდევს,
თუმცა ვიცი ბალიშს არც იყენებ, არ გიყვარს, მაგრამ მაინც ვერ ვიტან. მეზიზღება საწოლი
რომელშიც წევხარ, მარტოდ-მარტო ხარ და მღალატობ მასთან. მძულს მიწა, რომელზეც
დადიხარ, რადგან მშურს მისი… მშურს ყველასი ვინც თუნდაც მეტროში ან
ავტობუსში დაგემგზავრება, მშურს იმ ჩიტუნიებისაც კი, რომელთაც ყოველ დილით საკენკს
უყრი და ეფერები… მწამლავს ფიქრი იმაზე რომ შენ სადღაც არსებობ, ჩემგან შორს… მაგრამ თან
ბედნიერი ვარ ამით. ბედნიერი ვარ შენი არსებობით, ბედნიერი ვარ, ვიცი რომ მელოდები და
დამელოდები ბოლომდე. ძალას მმატებს შენზე ფიქრი, ცოდნა იმისა რომ ჩემი ხარ და დაე
გიცქირონ სხვებმა, იძინე იმ საწოლში მარტომ, გამოკვებე და მოეფერე ჩიტუნებს, გიცქირონ იმ
შემთხვევითმა შემხვდურებმა ტრანსპორტში, მათ ხომ მეტი არაფერი ერგებათ შენგან, მე კი ვიციჩემი
ხარ… ისინი წავლენ, ქარს გაჰყვებიან და ვერასოდეს გნახავენ მომავალში, ყველაზე კარგ
შემთხვევაში ისევ ტრანსპორტში თუ დაგემგზავრებიან, შემთხვევით, მე კი, მე კი ამ ხანმოკლე
განშორების შემდეგ სამუდამოდ გვერდით მეყოლები, სამარადჟამოდ ჩემი გახდები… მიყვარხარ
ჟანა…
ილოცე ჩემთვის…
მარად შენი ჭიამაია…
* * *
-შენ სად მოდიხარ?!
-მეც ვიყავი ჩხუბის დროს და ჩემი სათქმელი მეც მაქვს ძმაო – უპასუხა უჩამ სერჟანტ
ნასყიდაშვილს
-შენ ხომ არ გაუბერე ბიჭო?! „გრაჟდანზე“ კი არ ხარ! აქ სხვა წესებია! შენს ძმაკაცს არავინ
დაჩაგრავს თუ მართალია! თუ გგონია რომ „ნესპრავედლივი“ ხალხი ვართ ბიჭო?!
-არა, ეს არც მიფიქრია ძმაო, მაგრამ მეც მინდა დასწრება. ჩემი ძმაკაცია და მინდა მოვუსმინო
საუბარს…
-ეგრე შეიძლება ამ კაცს აქ ორმოცდაათი ძმაკაცი ყავდეს და ს
-შენ სად ხარ ხომ არ დაგვიწყნია?!-წინ წამოიწია დევდარიანმა
-არა, კარგად მახსოვს…
-კარგი,კარგი თიკანაძე! -განაგრძო ცხადაიამ, სიბნელეშიც კი კარგად ჩანდა მისი სიმწრისგან
აწითლებული ლოყები და გაფართოებული თვალები.-მაშინ ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი,
ძველზე ხელის აწევის უფლება ვინ მოგცა?!
-ჯერ ერთი პირველი დღეა რაც ჯარში ვარ და არ ვიცოდი ნებართვები თუ იყო საჭირო და
მეორეც, დამნაშავისთვის საკადრისი პასუხის გასაცემად არასოდეს არავისგან არ ამიღია
ნებართვა, ჩემი პირადულის დასაცავად არავისი თანხმობა არ მჭირდება!
– ტუალეტში ჩაგდებით რომ დამგრეხე თუ ხვდები შენ?! და რის გამო?! იმის გამო რომ ხალი
გადაგათალე ბიჭო?!-წამოიჭიმა დევდარიანი
-მეორედ გიმეორებ, ბიჭო არ მქვია და ასე ნუ მომმართავ!
-იცი ადამიანის ძალით დამგრეხავს რა მოსდის ჯარში?!-ყველამ ერთად გაიწია თიკანაძისკენ,
მხოლოდ ერთი, ომიაძე ჩადგა მათ შორის.
-მოიცათ, მოიცათ! ვერ გავიგე, აქ სიმართლის გასაგებად ვართ და მტყუან-მართლის
გასარჩევად თუ ასე, ყველაფრის განურჩევლად, ამ კაცის გაუსამართლებლად საცემად?!
-ომო, გაიწიე!
-არ გავიწევი ძმაო! კაცი ამბობს პირადული დავიცავი და მისაღებმა მიიღოო, ვერ გავიგე, ეს
სიტყვები არაფერს ნიშნავს ძმაო?! რატომ არ დაინტერესდით ძმაო?! ვერ გავიგე „ბესპრიდელია“
თუ რა ხდება?!
-„ბესპრიდელის“ დედას შევეცი ძმაო!-„დავი“, „დავი“ გაიმეორა ერთხმად ყველამ.
-მაშინ მოვუსმინოთ ძმაო და თუ ეკუთვნის ამ კაცს, პირველი მე მივაღებინებ, მაგრამ ასე თუ
გააგრძელებთ და გარჩევის გარეშე უბრალოდ გადაუვლით, თუნდაც მტყუანი იყოს, ისევ
თქვენ გამტყუვნდებით და ნებისმიერ დროს ეს კაცი მოგთხოვთ თქვენი საქციელისთვის. არ არის
სწორი რასაც თქვენ აპირებთ, ძმებო!
სიჩუმე ჩამოვარდა. კბილებალესილები უყურებდნენ თიკანაძეს და ერთი სული ჰქონდათ
კისერში წვდომოდნენ, მაგრამ ისიც ესმოდათ, რომ ომიაძე მართალი იყო.
-კარგი, თიკანაძე! გისმენთ! რატომ დაარტყი დევდარიანს?-ძლივს გასაგონ ხმაზე ჰკითხა
ცხადაიამ.
-სისხლი ვის არ გადმოსდენია და ვის არ ტკიებია რამე, მაგრამ დევდარიანს შეურაცყოფისთვის
და გაუთვალისწინებლობისთვის მოხვდა და არა ხალის გადასერვისთვის!-მოკლედ ჩამოაყალიბა
თიკანაძემ
-რა შეურაცყოფისთვის ბიჭო?!-გაცეცხლდა დევდარიანი
-ყველას ცალცალკე გთხოვოთ რომ „ბიჭო“ არ დამიძახოთ თუ გაუგებრად ვთქვი რამე?! –
დევდარიანისკენ გაიწია-შეურაცხოფისთვის მოგხვდა ძმაო! ჯერ ერთი ორჯერ გთხოვე, ხალი
მაქვს და ფრთხილად-თქო, ბოლოს ხელიც დავადე, მაგრამ ყურადღებაც კი არ მომაქციე, რაც უკვე
შეურაცყოფა და კაცის თხოვნის ფეხებზე დაკიდებაა და მეორეც, გაიხსენე აბა შენი სიტყვები,
რომლითაც მომმართე-გითხარი, არ დამავიწყდებათქო, ბლიად! ყრუ ხარ შეჩემა?! დახარე თავი!
გამოყლევებული სალაგები!- იყო თუ არა ასე?! იყო თუ არა ეს შენი სიტყვები?!- დამსწრენი
უხმოდ უსმენდნენ მამლაყინწებივით შებმულ დევდარიანსა და თიკანაძეს-ორჯერ, ორჯერ
გთხოვე, ორჯერ გაგაფრთხილე და მაინც დაიკიდე ჩემი ნათქვამი, კაცის სიტყვის დაკიდება კი იმ
კაცის დაკიდებას ნიშნავს ვის სიტყვასაც იკიდებ, მე კიდევ ის კაცი არ ვარ რომელიც თავისი
სიტყვის დაკიდების უფლებას მისცემს ვინმეს და თქვენს შორის რომელიმე მისცემდით ამის
ნებას?! თქვით, თუ კი რომელიმე გაატარებდით ამ ყველაფერს თქვით! მაშინ გავჩუმდები და
ბოდიშსაც კი მოვიხდი!
ცხადაია გაოგნებისაგან ხმას ვერ იღებდა. ის რისხვა, რომელიც თიკანაძის მიმართ ჰქონდა
სადღაც გამქრალიყო და გამოუვალი მდგომარეობის წინაშე აღმოჩენილიყო.
-ვის არ მოსვლია მზგავსი რამე?!-თავის გამართლებას ეცადა დევდარიანი-ხალის დედას
შევეცი, მაგის გამო ტუალეტში უნდა ჩაგეგდე?! ან „შუტკა“ არ იცი რა არის ბიჭო?!-ბოლო სიტყვა
მეხივით გავარდა, თიკანაძემ ცხადაიას შეხედა.
-აქ ხომ ნებართვებია საჭირო?! ხოდა გეკითხები ძმაო, როგორ უნდა მოვიქცე ეხლა მე ამ
სიტყვის გამო?!
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ცხადაია აგურზე ჩამოჯდა, სიგარეტს გაუკიდა, ჩასუნთქული
ბოლი ჰორიზონტალურად აუშვა ცისკენ, თიკანაძეს შეხედა და მშვიდად თქვა
-ვინც არ უნდა იყოს, მისაღებმა უნდა მიიღოს!
სიბნელეში ტყლაშუნის, წაკვნესებისა და მიწაზე დაცემის ხმა გაისმა…
* * *
წინა ღამით მომხდარი ამბის შესახებ დილითვე უკვე მთელმა ჯარმა იცოდა.
-სიცხე, მოდი ძმა ჩვენთან-დაუძახეს თიკანაძეს მეორე მოსაწევიდან. ისიც უხმოდ მივიდამაგარი
კაცი ხარ ძმაო, გენაცვალე ჯიგარში-სათითაოდ ჩამოართვა ხელი ყველა იქ მყოფმა-ეს
სახელიც ტყუილად არ შეგირჩიეს ძმაკაცებმა, ნამდვილად ცხელი ხასიათი გაქვს. შენ ადგილას
ბევრი ჩაყლაპავდა და შნირივით გაჩუმდებოდა. მასე განაგრძე ძმაო, სხვანაირად აქ შეგვჭამენ,
ჯარია ძმაო, ან ყველაზე მაგარი ხარ, ან შნირი!-ჭავჭავაძე ყველაზე მეტად აქტიურობდა-მიბაძეთ
სიცხეს ძმებო. ვინ არიან სერჟანტები?! ჩვენნაირი სავალდებულოს ჯარისკაცები, უბრალოდ ცოტა
აქვთ დარჩენილი და „ბლატებით“ მოხვდნენ აქ რომ ახალბედებს ჯარის ცხოვრება ასწავლონ და
მსახურის ბოლო დღეები ღადაობაში გაატარონ. არ მყავდნენ ესენიც გენერლები.
მთელი დღის მანძილზე მარშს, მწყობრში ფეხის აწყობასა და სწორად სიარულს, სამხედრო
სალამის სწორად მიცემას, მიმართვებსა და ბოლოს მწყობრით მარშისას სიმღერას სწავლობდნენ.
სამხედრო შეძახილები განსაკუთრებულ რგძნობებს იწვევდა ჯარისკაცებში, ყოველი შეძახილისას
გული საგულედან უხტოდათ, მთებიდან ექოს სამჯერ მობრუნებას ცდილობდნენ,
მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ.
-არხოტო!-დაიძახა სერჟანტმა ცხადაიამ სიღერის დაწყების ნიშნად
-სამშობლო!-განაგრძო ჯარმა
-ჯიხვ-არჭივების ბინაო,
შენს მტერსა შემაკალ,
შენს მკერდზე დამაძინაო.
შენს მტერსა შემაკალ,
შენს მკერდზე დამაძინაო.
კაი ყმისაი ცოლობა-სერჟანტის ბანმა დასჭექა
ნუ გიხარია ქალაო,
წავა,მოკვდება ლაშქარში,
დარჩები ცარიელაო…
წავა,მოკვდება ლაშქარში
დარჩები ცარიელაო…
და თუ მოკვდება ვაჟკაცი
არხოტის გულისთვისაო,
დედა ვაცხონე ვაჟისა
ვინც თავი მას შესწირაო.
დედა ვაცხონე ვაჟისა
ვინც თავი მას შესწირაო.
არხოტო!
სამშობლო!
პლატცზე კილომეტრების სიგრძის წრეებს ხაზავდნენ. თავიდან ფეხი ერეოდათ,
ბორძიკობდნენ და ეცემოდნენ კიდევაც, რისთვისას ხოხიალით სიარულით ან ბუქნებით
სჯიდნენ. მწყობრში საუბარი-დასჯა, მწყობრის ჩამორჩენა-დასჯა, გვერდით გახედვაც კი დასჯით
სრულდებოდა..გათენებიდან დაღამებამდე მარშაობდნენ. მხოლოდ ერთხელ, საუზმისას
ჩერდებოდნენ ნახევარიოდე საათით. სამხედრო ჩექმებს მიუჩვეველი ფეხები ეგლისებოდათ და
კანი სძვრებოდათ, რაც მხოლოდ ართულებდა ახალწვეულთა მდგრომარეობას. არავითარი
დათმობა ან გათვალისწინება, ერთად-ერთი შველა ლაზარეთი გახლდათ, სადაც საუკეთესო
შემთხვევაში უსარგებლო „ციტრამონს“ თუ გადაგაყლაპებდნენ და ჭრილობაზე ერთჯერად
პლასტირს, „სანტავიკს“ დაგაკრავდნენ. მესამე დღეს ლაზარეთში პლასტირიც კი გამოილია და
ჯარისკაცთა ნახევარზე მეტს კოჭლობით უწევდა სიარული. სიცხეს ქუსლები სტკიოდა, აკი
ბრტყელტერფიანობის გამო სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად უნდა ეცნოთ, მაგრამ თავად
დაიჟინა და კომისარს განა მეტი საბაბი სჭირდებოდა უფროსობასთან შესასვლელად და
დასარწმუნებლად, რომ არ დაეწუნებინათ?! მთელი თავისი უნარ-ჩვევები ჩააქსოვა,
შეუსრულებელი გეგმის სასწრაფოდ შევსება სჭირდებოდა და იყოჩაღა.
მოსაწევში ისვენებდნენ. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო, როცა სერჟანტებმა დაინდეს და
დასასვენებლად ათი წუთი მისცეს.
-აბრუმია,როგორ გგონია, ნორიოში კარგი სიტუაცია დაგვხვდება?
-აბა რა ვიცი, კვარაცხელია, ოღონდაც აქედან გავაღწიო და ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს
ძმაო? იქ თუ უარესი ამბავი დაგვხვდა „პაბეგს“ ავწევ!
-უარესზე უარესი ყველგან შეიძლება იყოს!-გაეღიმა სიცხეს
-აუ, კაი რა სიცხე, დაგვამშვიდების ნაცვლად უარესად გვაგიჟებ? აჰა სიგარეტი და გაჩუმდი
მაინც.
-აბრუ, არ ვეწევი ძმაო, ხომ იცი.
-ოო, მაშინ ისე გაჩუმდი, უსიგარეტოდ.
-რა გატირებს?! არ იცოდი სად მოდიოდი?ვარჯიში ვარჯიშიო გაიძახოდი მთელი გზა
თბილისიდან და რა არ მოგწონს?
-ეგ რა ვარჯიშია? შაგაობა, შაგაობა,შაგაობა! ეგ ვარჯიშია?!
-სადმე გაგიგია ჯარი რომელმაც ფეხის აწყობა და „შაგაობა“ არ იცის? საფუძვლებია.
-როგორმე გავუძლოთ ორი კვირა-უჩავამ მეორე სიგარეტს გაუკიდა-სპეცნაზი მაინც სხვაა. იქ
მაინც გვექნება ნორმალური პირობები სავარჯიშოდ და იქ მაინც არ მოგვკლავენ შაგაობით. მაგარი
ტანი უნდა დავიყენო.
-იმედია უჩა, იმედია…-ჩაეცინა სიცხეს-სპეცნაზი…
-დარბაზიო, ტრენაჟორებიო, მთელი დღე ვარჯიშიო. მაგარია, იქნებ სიგარეტის მოწევაც
მივატოვო, ნამდვილი ორთქლმავალი ვარ, დღეში სამი კოლოფი სიგარეტი არ მყოფნის.
-სიცხე, აუზიც გვაქვსო არა? ესე არ თქვა? ცურვას ხომ მასწავლით?
-ცურვა არ იცი გოგია?
-არა.
-ტეხურაში არ გრილდებოდი ძმა?სენაკელ კაცს ეს როგორ შეგეშალა?
-გაგრილებით კი ვგრილდებოდი, მაგრამ ერთხელ, ბავშობისას კინაღამ დავიხრჩვი და მას მერე
არ ჩავსულვარ.
-აქვაფობია აგყვა?
-ეგ რარა ჯანდაბაა?
-ანუ წყლის შიში- ცაეცინა სიცხეს
-არ ვიცი რა ჯანდაბა ფობია ქვია, მაგრამ შეიძლება ასეც ითქვას.
-მოეწყო!-მთელ ხმაზე დაიყვირა სერჟანტმა ომიაძემ. ჯარი ზლაზვნით გამოვიდა მოსაწევიდანარ
ვარგა! დაბრუნდა!-ჯარი უკენ დაბრუნდა მოსაწევში-პლიაჟზე კი არ ხართ ბიჭო! დროზე!
სირბილით! მოეწყო!-ჯარი სირბილით გამოვიდა მოსაწევიდან, მაგრამ სერჟანტმა ისინი ისევ უკან
დააბრუნა-ასეულო! ჩემ წინ, ხუთ რიგად, ათ თვლაში, მოეწყო! ერთი! ორი!
ვინ იცის ზუსტად რამდენჯერ მოეწყვნენ და დაიშალნენ, რამდენჯერ დააბრუნეს უკან,
რამდენი ბუქნი და აზიდვა მიუსაჯეს სასჯელად?! ვისაც არ ეზარებოდა ბუქნებს ითვლიდა,
მაგრამ ათასის შემდეგ დაღლილობისგან ანგარიში ერეოდათ და დღის ბოლოს, საწოლებში
მოწყვეტით ჩავარდნილთ, ძილის წინ მხოლოდ მკითხაობაღა შეეძლოთ ოთხნიშნა ციფრის
შემდეგ კიდევ რამდენი ბუქნი გააკეთეს და ყოველ დღე ეს საძაგელი ციფრი უფრო და უფრო
მსუყე ხდებოდა. უფრო ჭკვიანები კილომეტრებს ზომავდნენ. მათი გათვლით პლატცის
დიამეტრი დაახლოებით ხუთასი მეტრი უნდა ყოფილიყო.
-ოცდასამი ძმაო, ოცდასამი…-ძლივს გადაულაპარაკა ბალიშს ჩახუტებულმა უჩამ სიცხეს და
გაითიშა, სიცხე კი უხმოდ იწვა და ზედა საწოლიდან გადმოკიდებული ძმაკაცის
დაქანცულობისგან ჯერაც მტოკავ ხელს მისცქერებოდა. ფეხები ელავდნენ, თვალები კი
ბურუსით ეფარებოდა, ნელ ნელა ეპარებოდა სანატრელი დასვენების სიამე, ალაგ-ალაგ ხვრინვის
ხმა მოესმოდა ყაზარმის ბოლოდან, მაგრამ ეს ხმა უკვე ისე არ აღიზიანებდა, როგორც აქ
გატერებული პირველი ღამეებისას.
-ის გააჩუმეთ რა ვინმემ-გადასძახა ოცეულის სერჟანტმა ნასყიდაშვილმა. ხვრინვის ხმა ცოტა
ხნით შეწყდა. ის ის იყო სიცხემ სიზმრების სამყაროში შეაბიჯა, ჩხავილისა და გინების ხმამ
გამოაფხიზლა.
-შე ბოზო! შენი დედა მოვტყან! უხ შენი!-ცხადაიას გინებისა და ტყლაშა ტყლუშს ხმამ უმალ
გამოაღვიძა მთელი ოცეული,რომელიღაც ახალწვეულმა შუქიც კი აანთო ყაზარმაში, მაგრამ
ომიაძემ უმალ ჩააქრო.
-ხმა არავინ ამოიღოთ! საწოლიდან ამდგარი არ დავინახო არც ერთი თორემ ამაზე უარესი
მოგივათ!-გააფრთხილა ჯარისკაცები ნათენაძემ
-ვაიმე დედა, კარგი, კარგი, ვაიმე დედა, ვაიმე მიშვე…-ხმა გაწყდა, თითქოს პირზე ხელი
ააფარესო, ტყლაშა-ტყლუშის ხმა კი გაგრძელდა.
-მოკეტე შე თესლო! კარგად, კარგად მოსდე მაგ ახვარს!
-ადიალა, მომეცით, დროზე!-ცხადაია თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა. ნასყიდაშვილმა და
დადიანმა ქვედა იარუსზე მწოლიარე, ოდნავ პუტკუნა ჯარისკაცს, ზეწარი გადააფარეს, საწოლზე
გადაჭიმეს, ცხადაიამ კი განაგრძო-ხმა მეთქი შე ბოზო!-მთელი ძალით დაუშვა მუშტები ნეკნებში.
ჯარისკაცი ღნაოდა, მაგრამ სქელი ზეწრიდან მისა ხმა ძლივსღა ისმოდა-აბა გაბედე კიდევ! ენას ამოგაძრობ შე ნაბიჭვარო!-მანამდე ურტყა სანამ ხმა არ გაწყდა. შეშლილს ჰგავდა.
გადაპარსულ თავზე ოფლი მოსწურწურებდა და მძიმედ სუნთქავდა. წამოდგა, მჭიდროდ
შეკრული მუშტები ნელა გახსნა, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და ოცეულს მიმართა.
-ასე ემართება ყველა ბოზს! ასეთი თესლები რევენ მშვიდ ცხოვრებას, ამათ შემოაქვთ
ალიაქოთი, ესენი აფუჭებენ ყველა საქმეს! ენის ტლიკინა ნაბოზრები! ოფიცრების ნასედკა! ამის
დედას მივაკითხე!-ამის შემდეგ სრულიად მშვიდად განაგრძო, თითქოსდა არც არაფერი
მომხდარა-ეს კარგა ხანს ვერ დადგება ფეხზე, ასე რომ ამის დამალვა აწი თქვენზეა! ვინმემ დღეში
ერთხელ მაინც შემოუტანეთ საჭმელი რომ შიმშილით არ მოკვდეს. გარეთ გამოსული არ
დავინახოთ,თორემ თქვენ მოგხვდებათ!
-აქ როგორმე გაუძელით ათიოდე დღე-ასევე მშვიდად და აურელვებლად განაგრძო ომიაძემ,
რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე წარბის შეურხევლად, ყოველგვარი ემოციის გარეშე
აკვირდებოდა იქ განვიტარებულ მოვლენებს- და შემდეგ სადაც წავა, ვისთანაც მოუხდება ჯარში
მსახური, იცოდეთ, რომ ეს კაცი ოფიცრების ბოზია, ნასედკაა და სადაც მიხვალთ, ვისაც საჭიროა
გადაეცით ეს სიტყვები.
-ჩემთან მოდის, ბათუმში- ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გააგონა ომიაძეს.
-ხოდა, ბათუმში რომ ჩახვალ ძმაო, იქაურ პალაჟენისტებს ეტყვი ყველაფერს რაც აქ მოხდა,
გამიგე?
-კი ძმაო, აუცილებლად-ძლივს გასაგონად უპასუხა ბათუმელმა
-როგორც ჩახვალთ, პირველივე დღეს! გესმის?! ეგრევე! რომ იცოდნენ ვისთან აქვსთ საქმე და
იქაურ ვაჟკაცებსაც არ ჩაუჯვას საქმეში და პრობლემები არ შეუქმნას, როგორც ჩვენ, ხომ მიმიხვდი
რასაც გეუბნები?
-კი, კი, გავიგე ყველაფერი სერჟანტო, გავიგე.
-წავედით ომო…-დადიანი გასასველისკენ გაემართა.
-ჩემს ოცეულში ხომ არ გადავიყვანო, ეს ნაბოზარი?! რას იტყვი ნასყიდა?
-არა ძმაო, არა ასეთ განძს აქედან ვერ გაგატან ძმაო, არ გაგიტყდეს! ამისთვის უკვე
მოფიქრებული მაქვს კარგი შესაფერისი საქმე!-ბოროტად ჩაიცინა სერჟანტმა ნასყიდაშვილმა.
დაგერხა პაპალაშვილო! ძალიან სერიოზულად დაგერხა!
პაპალაშვილი საბანში კვნესოდა, შიშით ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავდა. იმ ღამის შემდეგ ის
არც მწყობრში უნახავთ, არც სასადილო ოთახში და არც ფიცის მიღებას დასწრებია. მთელი
დღეები, დილიდან საღამომდე, როცა ჯარი ვარჯიშობდა და მამულს სიმღერებს უძრვნიდა, ის
თავისი ყაზარმის კარიდან ხან ცოცხით, ხანაც იატაკის საწმენმდი ჯოხით ხელში, მალულად თუ
გამოიხედებოდა ხოლმე გარეთ.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა