პოეზია

დალილა ბედიანიძე – “ედგარ პოს”

.. და როგორც ედგარ პოს ესტუმრა ყორანი
მე მთვარე მესტუმრა ო შავი მთვარე.!
მიცურავს მტკვარგაღმა ეს ჩემი ბორანი
და ძველი თბილისი აჟღერებს თარებს.

ფართხალებს ტალღებში ო მთვარე დაჭრილი
და სისხლი შუქად სდის და ღებავს ტალღებს
მთავრდება ზღაპარი და ლხინი და ჭირი
და მე სხვა სამყაროს შავ კარებს ვაღებ.

შავით შემოსილი მტკვარი მობუტბუტე
აღმა დის განათუ ჩვეულად დაღმა!
როგორ მეფერება და როგორ მიხუტებს
და მთვარე აჩნია ვით შავ რაშს დამღა!

და გაღმა ნაპირზე ედგარ პო მომელის
იქვეა ნანატრი ლენორა მისი
შაოსან მთოვარეს მიელტვის რომელიც
და უსმენს ტალღებზე ქარების სისინს..

ღამე უსაზღვრო და დაუსაბამო
შორს ბედის ვარსკვლავი ქრება და ბნელა
დაჭრილო ყორანო მტკვრის წყალში ნაბანო
მიძღვი ედგარ პოსკენ ძნელად და ნელა..

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა