თემურ ელიავაპოეზია

გაგიგია, ავდარში რომ დავიბადე

თემურ ელიავა

გაგიგია, ავდარში რომ დავიბადე,
ჩემი ქორფა იმედებიც გაგიგია,
თუმცა ახლა გზა მქონია ჯანდაბამდე,
რადგან ჯამში ყველაფერი კაპიკია.

რაღა მექნა, ოხერი ან სახეირო,
შეჩვენებას თუ ჩვევია შემოჩვევა
კაცს სიკვდილის სარეცელზე სახელი რომ
ნისიების დავთარშიღა შემოგრჩება.

ბეჩა, მასაც არა უშავს, ვინ რას მერჩის,
სხვა რა გზაა, პოეზიას არ გადაყვე,
თუმცა სადაც ვერლიბრია, იმ გაზეთში,
წალენჯიხის თუთუნსაც კი არ გავახვევ!

გაგიგია, ავდარში რომ დავიბადე,
ჩემი ქორფა იმედებიც გაგიგია,
თუმცა ახლა გზა მქონია ჯანდაბამდე,
რადგან ჯამში ყველაფერი კაპიკია.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა