ისტორია

გია კვაშილავა – “ფესტოსის დისკო – კოლხური ოქროდამწერლობა”

სამეცნიერო საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის _ საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი “ფესტოსის დისკოს» წარწერის ჩემს მიერ ქართველურ ენაზე, კერძოდ, კოლხურ ენაზე სრულ გაშიფვრას.

«ფესტოსის დისკოს» ისტორია

დისკო აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ლუიჯი პერნიემ 1908 წლის 3 ივლისს, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 1850_1600 წწ-ით და წარმოადგენს თიხის ფირფიტას, რომლის დიამეტრი დაახლოებით 16 სმ-ია, წონა კი _ 380 გრ. ამჟამად დისკო ინახება საბერძნეთში, კრეტის მთავარ პორტ-ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში (III გალერეა, 41 ყუთი, ¹EP-1358).

1992 წლის დეკემბერს ვლადიკავკაზში 1880 წლის შენობის სარდაფში ნაპოვნი იქნა “ფესტოსის დისკოს» მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი (დიამეტრი: 10 სმ), რომლის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა ვლ. კუზნეცოვმა გამოაქვეყნა მეცნიერული გამოკვლევა და მას უწოდა “კავკასიის არქეოლოგიური გამოცანა» (2001). თუმცა თავად ფირფიტის ორიგინალობა ზოგიერთმა მეცნიერმა ეჭვქვეშ დააყენა.

ამ დრომდე იყო “ფესტოსის დისკოს» ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები უძველეს ენებზე (მაგ.: იონურ-ბერძნული დიალექტი, კვიპროსული, ხეთური, ლუვიური, ფილისტიმური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.).

დისკო მეცნიერულად შეისწავლეს: სერ ართურ ევანსმა (ინგლისელი არქეოლოგი), ალესანდრო დელა სეტამ (იტალიელი არქეოლოგი), ელის კობერმა (ამერიკელი არქეოლოგი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი), მაიკლ ვენტრისმა (ინგლისელი მიკენოლოგი და არქიტექტორი), ჯონ ჩედვიკმა (ინგლისელი მიკენოლოგი), ჟან ფოკუნომ (ფრანგი მკვლევარი, პარიზის ლინგვისტური საზოგადოების წევრი, მათემატიკოსი), ჟან-პიერ ოლივიემ (ბელგიის სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), ვიქტორ კეანმა (გერმანელი მკვლევარი), ივ დიუომ (ბელიგიელი მკვლევარი), ლუი გოდარმა (იტალიელი მიკენოლოგი, ეგეოსური და პრებერძნული კულტურის სპეციალისტი), დიტერ რუმფელმა (გერმანელი მკვლევარი), ქრისტოფ ჰენკემ (გერმანელი მკვლევარი), გარეთ ოუენსმა (ბერძნული ენის, კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის სპეციალისტი), ტორსტენ ტიმმა (გერმანელი მკვლევარი), ქევინ და ქით მესებმა (ამერიკელი მკვლევარები), მარკო კორსინმა (იტალიელი მკვლევარი), ფრანსუაზა რუჟმონმა (საფრანგეთის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სახლის თანამშრომელი, ეგეოსური პროტოისტორიის სპეციალისტი) და სხვებმა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავსტრიელი მკვლევარისა და ინჟინერ-ქიმიკოსის ჰერბერტ ძებიშის ჰიპოთეზა “ფესტოსის დისკოს» წარწერის სავარაუდო ენის თაობაზე, რომელიც მოცემულია მის წიგნებში: “იბერიული _ ღმერთების ენა», “პელაზგური _ იბერიული ენა» და “პელაზგები: ისტორია და კულტურა მათი დროის წერილობითი ნიმუშებიდან». ძებიში ამტკიცებს, რომ წინარებერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ, “პელაზგური ქართველურ ენათა დედაა». მან 1988 წელს ბუდაპეშ­ტში, ეირენეს კომიტეტის XVIII საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ “ფესტოსის დისკოს» წარწერის ენა პროტოქართული _ კოლხურია.

წინარებერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს გამოჩენილმა პროფესორებმა: ვილჰელმ ჰუმბოლდტმა (გერმანელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე), პაულ კრეჩმერმა (ავსტრიელი ენათმეცნიერი), ანტონ მეიემ (ფრანგი ენათმეცნიერი), ედუარდ შვიცერმა (შვეიცარელი ენათმეცნიერი, ძველი ბერძნულისა და ბერძნული დიალექტების სპეციალისტი), ფრიც შახერმეირმა (ავსტრიელი ისტორიკოსი, არქეოლოგი და წარწერათმცოდნე), სიმონ ყაუხჩიშვილმა (ფილოლოგი), არლონდ ჩიქობავამ (ენათმეცნიერი, ფილოლოგი), სიმონ ჯანაშიამ (ისტორიკოსი), ვლადიმირ გეორგიევმა (ბულგარელი ენათმეცნიერი), აკაკი ურუშაძემ (ლიტერატურათმცოდნე და წყაროთმცოდნე), ედზარდ იოანე ფურნეემ (ჰოლანდიელი ენათმეცნიერი), თამაზ გამყრელიძემ (ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე), რისმაგ გორდეზიანმა (კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი), ზვიად გამსახურდიამ (საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი-ფილოლოგი და მწერალი) და სხვებმა.

ჩემს მიერ “ფესტოსის დისკოს» წარწერის გაშიფვრის შედეგები

ქართველური ენების შესწავლითა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით მივედი შემდეგ დასკვნამდე:

1). კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი “კირიბიშის», “კირბის», ანუ წერილ-ფირფიტის _ “ფესტოსის დისკოს» წარწერის ენა ქართველურია, კერძოდ, კოლხური (ანუ მეგრულ-ლაზური);

ანტიკურ წყაროთა ჩვენებით კორიბანტები მცირე აზიის ავტოხთონური ტომებისა და წინაელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელასგების მატრიარქალური ღვთაების კВბელეს ქურუმები იყვნენ… კორიბანტები, რომელთაც დამწერლობის _ კВრბების შექმნა მიეწერებათ, კოლხთაგანნი არიან და მჭიდროდ უკავშირდებიან რკინის მეტალურგიის, მჭედელობის მფარველ ლემნოსელ კაბირებს» (აკ. ურუშაძე).

«ტიტანებმა რეას გადასცეს კორიბანტები შეიარაღებულ მცველებად; მათზე ზოგიერთები ამბობენ, ისინი ბაქტრიანიდან/ბაქტრიიდან [ამჟამად ჩრდ. ავღანისტანი] არიან მოსულნიო, ზოგიერთები კი _ კოლხებისაგან არიანო» (სტრაბონი).

კირბებზე/კВრბებზე (ბერძ.: «კირბეის», მხ. რ. «კირბის” <= კოლხ.: «კ2რბი”/»კ2რ2ბი»/»კირიბი”_ კრავი (ვლ. სიჭინავა); მეგრ. : «დოკირიბუა” _ ამოტვიფვრა, დაბეჭდვა) ცნობა შემოგვინახეს ბერძენმა ავტორებმა: კრატინემ (490_423/421 ძვ.წ.), ლისიამ (459_380 ძვ.წ.), პლატონმა (428/427_348/347 ძვ.წ.), თეოპომპე ქიოსელმა (377/376_300 ძვ.წ.), ტიმეოსმა (356/352_260/256 ძვ.წ.), აპოლონიოს როდოსელმა (295_215 ძვ.წ.), არისტოფანე ბიზანტიონელმა (257_180 ძვ.წ.), აპოლოდორე პლუტარქემ (ათენელმა (II ს. ძვ.წ.), სტრაბონმა (ძვ.წ. 64/63 _ ახ.წ. 23/24), (46/50_125/127), ფოტიოსმა (810/827_891/897), სვიდამ (X ს.) და ა.შ.

«[კოლხებმა] შემოინახეს თავიანთი მამათა ნაწერები, ამოკვეთილი კირბებზე, ქვის წერილ-სვეტებზე, რომლებზედაც ირგვლივ, ყოველ მხარეს მოგზაურთათვის დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი” (აპოლ. როდოსელი).

«კირკეს სურდა ქალწულის [მედეას] პირიდან მშობლიური ხმა გაეგონა. მართლაც, მრისხანე აიეტის ასულმა, კირკეს წყნარი ხმით უამბო ყველაფერი კოლხურ ენაზე” (აპოლ. როდოსელი).

«[მედეა] კოლხური ენით გრძელი ლოცვის წარმოთქმას შეუდგა» (დიოდ. სიცილიელი).

«მეგრული და ლაზური კოლხური ენებია», ამბობს პროფ. აკაკი შანიძე.

«ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში უკვე არსებობდა მეგრულ-ჭანურის წინაპარი “ხანური» დიალექტი… აია-ქვეყნის მეფე აიეტი და მისი მემკვიდრენი… დასავლურ-ქართულ დიალექტზე მეტყველებდნენ, რომლის დღევანდელი გაგრძელებაა ჩვენთვის ცნობილი მეგრული და ლაზური» (თ. გამყრელიძე).

2). დისკოზე დაბეჭდილი ნახატ-ნიშნები “კოლხური ოქროდამწერლობაა»;

«კოლხური ოქროდამწერლობის» (ბერძ.: “ხრისოგრაფია» <= “ხრისოს»; მეგრ. : “ორქო» _ ოქრო) შესახებ ცნობები უმთავრესად დაცულია ბერძენი ავტორების: ევჰემეროსის (ძვ.წ. IV ს.), ხარაქს პერგამონელის II_III ევსტათეოსის (სს.), იოანე ანტიოქელისა (VII ს.) და თესალონიკეს არქიეპისკოპოს (1120_1194) თხზულებებში.

3). დისკოს ტექსტი წარმოადგენს საგალობელს _ “ნენანას», რომელიც ეძღვნება “აია-ნეშკარის» მფარველ, პელაზგურ-კოლხური მოდგმის მაკრონების ნაყოფიერების დიდ დედაღვთაება ნანას/რეა-კიბელეს;

ოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, “ნენანას», როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითარცა ღვთისმშობელს (Епископ Порфирий Успенский , 1877). ლექსიკურ პარალელებთან ერთად ქვემოთ მოცემულია «ფესტოსის დისკოზე» ამოტვიფრული შემდეგი კოლხური სიტყვები:

I. «ნენა»/»ნენანა» _ ახალი ნანა, პირველი დედა, წმიდა დედა;

ლაზ.: «ნენა” _ ენა, სიტყვა; მეგრ.: “ნინა» – ენა, მეტყველება; მეგრ.: “ნე»; ლაზ.: “აღანი», «აღანე»; ბერძ.: “ნეოს» _ ახალი; მეგრ.: “ნეში»/»ნეშა»/»ნეჩი»/»ნერჩი» _ დედამიწისა და [სასახლის] ფუძე-ადგილის მფარველი დედაღვთაების ზეწოდება; ფუძისა და მიწის ღვთაება, დედამიწის ღვთაების სახელი, ადგილის დედა (ივ. ჯავახიშვილი); ქვედა [მიწის] კერძო (სულხან-საბა); კოლხ.: “ნანა»/»ნანაია»/»ნაია»/»ნა» _ დედა; დედამიწის დედაღვთაება; შუმერ.: “ინანნა» – ცის დედოფალი; ხურიტული: “ჰანნაჰ» _ დედა/ნანა; “ჰანნაჰანნაჰ» _ დედამიწის დედაღვთაება და ხეთური ღვთაებების დედა/ნანა; სვან.: “ნენე» _ დედა/ნანა; უდიური, ლეზგიური ქვეჯგუფის ენებიდან: “ნანა» _ დედა.

II. «ნეშკარ2” _ ახალი კარი, პირველი კარი, წმინდა კარი, მთავარი კარი; დედის კარი;

შეად.: ტოპონიმი “ნე[ნე]შკარი» (მარტვილის რ-ნი); ლაზ.: “ნეკნა» _ კარი.

III. “ფაგარ2თ2» _ 1. ძვირფასი ქვა (სულხან-საბა); 2. საამო; მშვენიერი; 3. პელაზგები; კრეტელები, ქეფთიუსი; ქაფთორელები; ქერეთელები;

IV. “თ2რ2ნენაYო»/»თ2რ2ნენანაYო» _ გვარის დედაო, მოდგმის დედაო; გვარის არსებობის, სიცოცხლისა და ნაყოფიერების დედაო;

კოლხ.: “თ2რ2»/»თ2რ2ნე»; ბერძ.: “ტირენოი»; ეგვიპტ.: «თВრშYა”/»თВლშYა” _ 1. მეგრ.: “თური» _ გვარი, მოგვარე, სისხლით ნათესაობითი ერთობა; მოდგმა; მეგრ.: “თურ2სკა»/»თ2სკა» _ ნათესავი ხალხი, ჩვენებურები; 2. ეტრუსკები, ტირსენელები; კოლხ.: “ნაYო» _ 1. მეგრ.: «ნოYო» _ ნაყოფი; 2. ნაყარი, განშტოება;

«პლუტარქეს გადმოცემით პელასგური წარმომავლობის ტირენები (ეტრუსკები) ჯერ თესალიაში მოსახლეობდნენ, მერე ლიდიაში გადასახლდნენ, ლიდიიდან კი იტალიაში გადავიდნენ. პლუტარქე ჩვენთვის უცნობ, უძველეს წყაროებზე დაყრდნობით გვიმოწმებს ამას და რომის დაარსების შესახებ ამბობს, რომ ძველი ცნობებით ეს ქალაქი დაფუძნებულია საბერძნეთიდან ლტოლვილი პელასგების ან კოლხთა წინამძღოლის აიეტის დის კირკეს ვაჟის _ რომანოსის მიერო. რომანოსი ოდისევსისა და კირკეს ძეა (“რომულუსი», თ. 1.2; 2)» (აკ. ურუშაძე).

ძველბერძენი ლოგოგრაფოსი ჰელანიკე მიტილენელი (480_395 ძვ.წ.) თავის თხუზულებაში, “ფორონიდში» ამბობს, რომ თესალიის მეფე პელასგეს შთამომავლის, ნანას მეფობის დროს ელინების მიერ უწინ პელაზგებად წოდებული ეტრუსკები განდევნილ იქნენ იტალიაში.

. “გარ2ფ2»/»გარ2ფ2ნ2» => «Yორ2ფ2”/Yორ2ფ2ნ2» _

1. კორიბანტები;

ბერძ.: “კირბანტეს» (მხ. რ. “კირბას» “მფარავი/მფარველი ანგელოზი») _ კორიბანტები, ჰელიოსის შვილები და აიეტის ძმები, რეა-კიბელეს და ზევსის ქურუმები;

შეად.: ბერძ.: “კირბის» _ კირბი/კВრბი, სამწახნაგოვანი პირამიდული წერილ-სვეტი; ებრ.: “ქირიბ» _ ედემის ბაღის მცველი, მფარველი ანგელოზი; მეგრ.: “კ2რბი»/»კ2რ2ბი»/»კირიბი» _ კრავი; ბერძ.: “კრიოს» _ ცხვარი, ვერძი.

2. კაბირები;

ბერძ.: “კაბეიროი» (მხ. რ. “კობეროს»/»კობალოს» – “ფუძის ანგელოზი») _ კაბირები, ჰეფესტოსის შვილები;

შეად.: ხევს.: “კოპალა» ძვ. ქართული ღვთაება; ძვ. მეგრ.: «Yოფალ2ა», «Yობალ2ა» _ აყვავების/ ნაყოფიერების ძვ. კოლხური ღვთაება; გვარები: “კობალაძე», კოპალიანი», “ქობალია», “ქობალავა», “კობერიძე», “კიბირია».

3. კურეტები;

ბერძ: “კურეტეს» _ კურეტები, რეა-კიბელეს და ზევსის ქურუმები;

4. კარიელები;

ბერძ.: “კარეს» _ კარიელები; ბერძ.: “კაროს» _ კარიელთა მამამთავარი; ბერძ.: «კარია» _ კარია, ქვეყანა მცირე აზიაში; ქართ.: “კარი»;

5. გარები/გალები => «მა[ნ]გარელები»/»მი[ნ]გარელები»;

შეად.: ტოპონიმი “მინგარიე»/‘მიგარია» _ მთა მარტვილის რ-ნში, ეგრისის ქედზე; ბერძ.: “მეგარა» _ ქალაქი კორინთოს უბესთან; ბერძ.: “მეგარის» _ მხარე ძვ. საბერძნეთში; ბერძ.: “მეგარეის» _ მეგარელები.

6. გოლხები/კოლხები, კოლები;

«კოლხებზე მეფობდა აიეტი, ჰელიოსისა და პერსეისის ვაჟიშვილი, კირკესა და მინოსის ცოლის პასიფაეს ძმა» (აპოლოდ. ათენელი).

«კოლები, ხალხი, რომელიც ცხოვრობს კავკასიაში… კავკასიის მთის ქედებს ეწოდება კოლის მთები, თვით ქვეყანასაც ეწოდება კოლიკე» (ჰეკატ. მილეტელი).

7. ეგრები/ეკრები => მეგრელები/‘მარგალეფი»;

ბერძ.: “მაკრიეის» (<= “მაკრის»/»მაკრი» _ პელასგთა ღვთაება ჰელიოსის ვაჟიშვილი), “მანრალოი» “მაგრალოი», “მაკრონეს», “მიგკრელოი», “მანგრალოი», “მაგკრალოი», “ეკგიტიკე»/»ეგრისიკე» _ მაკრისელები, მაკრელები, მაკრონები, მეგრელები, ეგრისელები;

შეად.: მეგრ.: “მარგუ»/»მარგუალი» _ დამრგველი; ბერძ.: “არგოს პელასგიკონ» _ არგოსი, პელაზგური ქალაქი თესალიაში (ჰომეროსი); ბერძ.: “არგოს» _ 1. სწრაფი, მარდი; 2. თეთრი; 3. მბრწყინავი, მზინვარე, კაშკაშა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ “არგ»/»აგრ»/»აგ2რ» ფუძიდან ნაწარმოებია “მარგალი» _ მეგრელი, ეგრისელი (И. Мегрелидзе ; აკ. ურუშაძე). «სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია, რომ “მაკრონი» (სან-ი//ზან-ი) მეგრელთა სატომო სახელი იყო‘ (აკ. ურუშაძე; ივ. ჯავახიშვილი; ს. ჯანაშია; ს. ყაუხჩიშვილი). ბერძნული წყაროების მიხედვით, “მაკრონების უფრო ძველი სახელი უნდა იყოს დაცული- ეს სახელია მაკრისელები ანუ მაკრელები» (აკ. ურუშაძე).

«მაკრისელების ლაშქარი პელასგურად მოიხსენია [როდოსელმა პოეტმა], ვინაიდან ისინი [მაკრისელები] ევბეელთაგან არიან გადმოსახლებულნი. [კუნძული] ევბეა [ანუ მაკრისი, ნეგროპონტი, ევია] კი მდებარეობს მახლობლად პელოპონესისა, რომელსაც ძველად პელასგია ერქვა» (აკ. ურუშაძე).

«პელასგთა ოდინდელი სამკვიდრებელი კორინთო _ ეფირე ძველი წყაროების ჩვენებით [ევმელოს კორინთელი (VIII ს. ძვ.წ.), ეპიმენიდე კრეტელი (VI ს. ძვ.წ.), სიმონიდე კეოსელი (556_469/468 ძვ.წ.), ლიკოფრონ ქალკიდელი (285_247 ძვ.წ.) და სხვ.] ჰელიოსის ძის აიეტის და მისი შთამომავლობის საგამგებელო მხარე იყო. იასონი და მედეა კორინთოში ჩადიან როგორც წილნახვედრ ქვეყანაში» (აკ. ურუშაძე).

«აიეტი ეფირესთან, ანუ წინაბერძნული ტომების გავრცელების ერთ-ერთ ძირითად რეგიონთან არის დაკავშირებული, კირკეს სამეუფო მისი კოლხიდიდან დასავლეთით გადასახლების შემდგომ ტირსენიის, ანუ ეტრუსკების ქვეყანაში მდებარეობს, ხოლო პასიფაე კრეტის მეფის, მინოსის მეუღლე ხდება. კრეტა კი წინაბერძნული მინოსური კულტურის გავრცელების ძირითად რეგიონს წარმოადგენს ძვ.წ. II ათასწლეულში. თანამედროვე გამოკვლევების მიხედვით, შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ძვ.წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე კავკასიის ფარგლებიდან ქართველურ ტომთა ერთი ნაწილი ეგეიდაში გადასახლდა, რაც აქ პელასგური ეთნოსის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. აქედან მოხდა ქართველიზებული ტომების ერთი ნაწილის კ. კრეტაზე, ხოლო მეორე ნაწილის იტალიაში გადასახლება. ამ ჰიპოთეზის საფუძველს წარმოადგენს ე.წ. წინაბერძნულ, მინოსურ და ეტრუსკულ ენობრივ მონაცემებში მნიშვნელოვანი, აშკარად ქართველური ელემენტების გამოყოფა” (რ. გორდეზიანი).

VI. “2ლ2მფ2‘/”2ლ2მფ2[რ2]ნ[თ]ე”/”2[რ]ჩხ2მფ2ნე”- 1. მიკენური ბერძ.: “დაპურიტოБ ო” – ლაბირინთი; განსაწმენდელი სასახლე, ტაძარი; 2. ოლიმპო;

მეგრ.: “ოლ2ფურინთე”, “ოფურინთე”, “დოფურინთე”, “დაფურინთე”, “დობურინთე”, “დაბურინთე”; ლაზ.: “დოფუთხინუ” (<= მეგრ.: “დოფურინუა” – დაფრენა; მეგრ.: ”ფურინი”/”ფურინუა”; აფხაზ.: “Рფ2რრა” – ფრენა, გაფრენა)- დასაფრენი და ასაფრენი ადგილი (მაგ., ბერძნული მითიდან: დედალოსისა და იკარუსის ლაბირინთიდან გაფრენა);მეგრ.: “დაფურინთე”, “დოფურინთე”, “ოფურინთე”- დასაფრენი და ასაფრენი ადგილი; მეგრ.: “დაბურინთე”- დაბურული, დამალული, დაფარული ადგილი; მეგრ.: “ბურინთი” – დაბურული, დამალული, დაფარული;

VII. «ჩხოფა[2]2რ2ნენა”/»ჩხოფა[2]2რ2ნენანა” _ გაბრწყინებული/გასხივოსნებული/სხივოსანი/ცხებული [ახალი, პირველი, წმიდა] დედაღმერთი/სიტყვაღვთაება/ენაღვთაება;

შეად.: მეგრ.: «ჩხორია” _ მზის სხივი; მზის შუქი; მეგრ.: «ჩხონა”/»ჩხანა” _ მზე; ლაზ.: «ჩხოფა” _ სიცხე, გვალვა; მზიანი; მეგრ.: «ჩხონაფა” _ ცხონება; ლაზ.: «ჩხიმოლაფა”, «ცხიმოლაფუა”, «შხიმოლაფა” _ ბრწყინვა;

ძვ. მეგრ.: «ორონი”, «ორონე”, «ორანი”; მეგრ.: «ღორონთი” _ ღმერთი; შეად.: «ორონი” _ ძეგლი წერილისა (სულხან-საბა); სვეტი (ბიბლია).

VIII. «ა2აბ2შ2ფ2 _ აია-ჭაბუკები;

ვ. მეგრ.: «აია” _ მზის ქვეყანა (აკ. ურუშაძე);

«წყაროებიდან, აია მხარეს გულისხმობს და არა ქალაქს! იგი კოლხეთის უძველესი სახელი ჩანს” (აკ. ურუშაძე).

კოლხ.: ბ2შ2; მეგრ.: «ბოში”; სვან.: «ბეფშU”/»ბობშ”; უბიხური (აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ენებიდან): მ2ზ2; დაღესტნური ჯგუფის ენებიდან: ანდიური: «ვოშო”; თაბასარანული: «ბიწი” _ ბიჭი;

IX. «მა2ჩხ2” _ განმწმედელი/წინამძღოლი;

ვ. მეგრ.: «მა[რ]ჩხი” (<= «ჩხუალა”/»რჩხუალა” _ რეცხვა) _ განმწმედელი; შეად.: «მაჩხი” _ [თვალი] მოთეთრო და მშვენიერი (სულხან-საბა);

X. «ჩხოფა[2]მა2ჩხ2” _ გაბრწყინებული/გასხივოსნებული/სხივოსანი განმწმედელი/წინამძღოლი;

XI. «ნეთაფათ2” _ 1. ნათელი ჰეფესტოსი; 2. ნათელი ფესტოსი; 3. ნათელი ფოთი;კოლხ.: «ფათ2”; მეგრ.: «ფუთი”; ლაზ.: «აში”; ბერძ.: «ფასის”, «ფასიდოს” _ ფოთი; მიკენური ბერძ.: «ფაიტო”; ბერძ.: «ფაისტოს” _ ტოპონიმი ფესტოსი; კოლხ.: «ფათ2”; მეგრ.: «ფუთი” _ 1. ვულკანის, ცეცხლის, დუღილის ღვთაება; 2. «ფუზე” _ ფუძე, პირველი სამკვიდრო;

შეად.: ბერძ.: “პოტის‘ – ოსტატი (?); ”-

ეგვიპტ.: “ფუთიჰ – ძვ.,ოსტატღვთაება, ცეცხლის ღვთაება; ბერძ.: “ჰეფესტოს”; რომ.: “ვულკანოს” ბერძნული ცეცხლისა და ხელოვნების ღვთაება; დიდოსტატი.

მეგრ.: «ნოთე” _ 1. ნათელი; 2. ჩირაღდანი; კვარი; ძვ. მეგრ.: «თა”, «თო”, «თე” _ 1. სინათლე; 2. თვალი; ლაზ.: «თე» _ სინათლე; სვან.: “თე» _ თვალი; მეგრ.: “თანუა» _ [გა]თენება;

მეგრ.: “ფუ» _ 1. ვულკანი; 2. ცეცხლი; 3. დუღილი; “ფუნა» _ დუღილი; მეგრ.: “ფუნუა», “ფუალა», “ფუნაფა» _ ადუღება; დუღილი, დუღება;

“ბერძნული ფასისი მიგვანიშნებს ქართველური ენების განვითარების იმ დონეზე, როდესაც ქართულ-ზანური ა-ს ო-ში გადასვლა ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი. შესაბამისად, ბერძნულში გმირთა ეპოქაში სახელწოდება ჯერ კიდევ *ფათი ფორმით უნდა შესულიყო, რომელიც შემდგომ მეგრულ ფოთი-ში გადავიდა” (რ. გორდეზიანი).

“ძველ ეგვიპტელთა ღვთაებანი თითქმის ერთიანად კოლხური ჩამომავლობისა არიან, ფინიკიურთან და პელასგურთან ერთად, ეგვიპტური სახელები და ხალხის ხასიათი კი თვითონ შექმნეს” (კ. ი. შპრენგელი, 1792), ხოლო «ელლადაში თითქმის ყველა ღმერთის სახელი ეგვიპტიდანაა შემოსული” (ჰეროდოტე).

XII. “ნეოფაფალ2ნჯ2» _ ქალღვთაების, დედის სპილენძის [ახალი] ტაძარი, შესაკრებელი სასახლე; ღმერთთა საკრებულო;

მეგრ.: “ოფაფალი» “ოფაფინალი” _ ბევრი ხალხის რევის ადგილი; მეგრ.: “ფაფინი»/»ფაფაფი»/»ფოფინი” ბევრის ერთად მოძრაობა; მეგრ.: “ლინჯი» _ სპილენძი;

«ნე მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი მიმღეობის ოდესღაც ქართულში არსებული ფორმანტი ყოფილა» (ივ. ჯავახიშვილი).

ჩემი გამოკვლევით დადასტურდა:

1). სერ არ. ევანსის, ჯ. ჩედვიკის, ჟ.-პ. ოლივიეს, ჰ. რ. ძებიშისა და ფ. რუჟმონის უმთავრესი მოსაზრება, რომ “ფესტოსის დისკოზე» აღნიშნული ნიშანთა ერთობლიობა ტექსტია;

2). ვ. ი. კეანისა და ჰ. რ. ძებიშის ჰიპოთეზა, რომ დისკოს A გვერდის ცენტრში წარმოდგენილი აია-მზის სიმბოლო, რვაფურცლიანი როზეტი დასაწყისის ნიშანია, ანუ საწყისი მარცვალია;

3). ლ. პერნიეს ჰიპოთეზა, რომ დისკოს A და B გვერდებზე წარმოდგენილი სიმბოლო ვერტიკალური ხაზი ხუთი წერტილით დასასრულის ნიშანია;

4). ლ. პერნიეს, ვ. გეორგიევის, ჰ. რ. ძებიშის, ვ. ი. კეანის, კ. აარტუნის, დ. ოჰლენოთის, ს. ვ. რიაბჩიკოვის, ად. მარტინის, ჰ. რულვინკის, ქ. და ქ. მესებისა და მ. გ. კორსინის არგუმენტები, რომ ნახატნიშნები იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ, ანუ ცენტრიდან ნაპირისკენ;

5). ჟ. ფოკუნოს, ბ. ფელის, ჰ. რ. ძებიშის, მ. გ. კორსინისა და ჩემს მიერ გაშიფრული მარცვლების ნაწილობრივი დამთხვევა;

6). სერ არ. ევანსის ჰიპოთეზა, რომ წარწერა საგალობელია და ეძღვნება ნაყოფიერების ქალღვთაებას.

დაბოლოს, მივმართავ სამეცნიერო საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს წინადადებებით:

I. საქართველოში გაიმართოს სამეცნიერო კონგრესი “ფესტოსის დისკოს გაშიფვრის თაობაზე;

II. “ფესტოსის დისკოს» წარწერისა და ხაზოვანი დამწერლობის დეშიფრირების საფუძველზე განხილულ იქნეს ქართული სახელმწიფოებრიობის საიუბილეო თარიღად 4000 წელი.

P.შ. დაინტერესებულ მკითხველს შეეძლება კვლევის შედეგები უფრო დაწვრილებით იხილოს ჩემს წიგნში, რომელიც, სპონსორის გამოძებნის შემთხვევაში ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მივიღე უცხოელი მეცნიერების: ქით მესის (აშშ), მარკო კორსინის (იტალია), როსარიო ვიენის (იტალია), ივ დიუოს (ბელგია), ტორსტენ ტიმის (გერმანია), დიტერ რუმფელის (გერმანია), ჰედვიგ რულვინკის (ნიდერლანდის სამეფო), გარეთ ოუენსის (საბერძნეთი), კარინა ვამლინგისა (შვედეთი) და ჰერმან ძებიშის (ავსტრია) წერილები, რომლებშიც ისინი გამოხატავენ დაინტერესებას “ფესტოსის დისკოს” წარწერის ჩემს მიერ გაშიფვრის გამო.

20 ივლისი, 2007 წელი.

მათემატიკოსი გია დ. კვაშილავა

ფესტოს დისკის A მხარეფესტოს დისკის A მხარე

A მხარე:

აია-ჭაბუკნო, განმწმედელ(ნ)ო, დაფარული ტაძრი(ს) /ლაბირინთი(ს)/,
აია-ჭაბუკნო, სადარ(ნ)ო,
განმწმედელ(ნ)ო, დედის კარი(ს),
დაფარე(თ) თაღი გაღვთიურებულ(ნ)ო!
ქვეყნის სიმაღლისა(ნ)ო /სიცოცხლის ძალ(ნ)ო/,
წინმავალ(ნ)ო კორიბანტ(ნ)ო /მფარავ(ნ)ო /
მფარველ(ნ)ო ანგელოზ(ნ)ო/,
ქვეყნის სიმტკიცე(ნ)ო /შემწე(ნ)ო/,
ჰქმენ(თ) დაფარული ტაძარი /ლაბირინთი/.
ქვეყნის სიმტკიცე(ნ)ო /შემწე(ნ)ო/,
მარადმავალ(ნ)ო კორიბანტ(ნ)ო /მფარავ(ნ)ო /
მფარველ(ნ)ო ანგელოზ(ნ)ო/
გარდაჰქმენი(თ) აიას სიცოცხლე ყველანაირად.
შუაღამის მთვარ(ით) განათებულ(ნ)ო,
დედის ქვეყანა მუდამ დაფარე(თ)ო,
დაასხ(ნ)ი(თ) ხელ(ნ)ი, ბრუნვა-ფარვა სხივოსანო
მფარავ(ნ)ო, . .
ოჯახის ფუძ(ის), ჯიშის სვლა-ბრუნვ(ის) განმწმედელ(ნ)ო.

ფესტოს დისკის B მხარეფესტოს დისკის B მხარე

B მხარე:

ოჯახის წყაროვ, სულო მშობელო,
მოდგმის ნენანავ,
ააყვავე ხუთი შტო მშვენი,
ჯიშის სიწმიდით, ახლით ნირშემოსილი.
ერთო ძლიერო შტოვ,
ოჯახის წმიდავ, ძლიერო,
თავურო ხუთი შტო(ისა),
მფარველსხივოსანო ნანაღმერთო /დედაღმერთო/,
წინამძღოლო,
ხანგრძელ ჰყავ დედის ტაძარი /სპილენძისა/.
მაყვავებელო თარხონო,
ნათელო ჰეფესტოო /ოსტატღვთაებაო/,
მდნობელო, წინამძღოლო, განმწმედელსხივოსანო,
დაფარე(თ) მისი მოგიზგიზე სასახლე, _
ჩვენო მჭედელო, ახლითმოსილო მთვარისნაირო.

Print Friendly, PDF & Email
წყარო
https://burusi.wordpress.com
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა