პოეზიაარტურ რემბო

არტურ რემბო – განცდა

მოვდივარ ჩემთვის, საღამოა ლურჯი და წყნარი,
შრიალებს ყანა, ცვარი ამკობს საოცრად მინდვრებს.
ამაფრთიანებს მეოცნებეს ივნისის ქარი,
და ამ ველებზე თავაწყვეტილ გიჟივით ვირბენ…

არ ვდარდობ, იყოს. ხალისს მიღმა თუ რამე მოჩანს.
ვიცი საერთო გამჩენია მხურვალე ალთან.
ბუნებას ვეტრფი ისე, როგორც ბოჰემა ბოშა,
ზღვა სიყვარულით, რომ გადმოსჩქეფს სასურველ ქალთან.

თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა