პოეზიასარა ტისდეილი

სარა ტისდეილი – წამოვა წვიმა

წამოვა წვიმა, დაირხევა სურნელი მიწის,

ციმციმა ხმებით მონავარდე მერცხლებიც იცის.

ხოლო ღამით კი ბაყაყების მღერას მოისმენ,

ქლიავის ბაღში ჩვენ აქედან წავალთ როისმე.

მეჟოლიები კვლავ იფრენენ ცეცხლოვან ფრთებით,

და მათი სტვენა მოგვესმება შორს, მიღმა მთების.

არ გაიხსენებს აღარავინ, რად იყო შტორმი,

არავინ ფიქრობს, რას წაგვართმევს ჩვენ თავად ომი.

არც ხე, არც ჩიტი, იაც როცა ვერ სწევს იობას,

ვინ ჰყავს დამხსნელი ამ განწირულ კაცობრიობას.

და გაზაფხული მოალერსე მოვა წვიმებით,

ვერც კი შეგვამჩნევს, თუ რა უღვთოდ გავედინებით

თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა