მოთხრობაგრიგოლ რობაქიძე

რობაქიძე გრიგოლ – ჰიტლერი

ნაწყვეტები რომანიდან

(გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ)

კონტურები

   მისი უამრავი ფოტო მინახავს, მაგრამ ყოველ მათგანზე იგი სხვადასხვანაირია. შეიძლება იფიქრო , მისი შინაგანი მზერა ობიექტივს გაურბისო. ეს ,,შორეული სახის“ უტყუარი ნიშანია. ჩემს ყურადღებას იპყრობს ფოტო, სადაც იგი ჰინდენბურგთან არის გადაღებული: დიდი სარდალი, ოთხმოცს გადაცილებული ჭარმაგი კაცი, ჯერ კიდევ კლდესავით დგას, ოღონდ მოკლებულია ყოველგვარ იდუმალებას.

იგი იქ იმყოფება, ესაა და ეს. მაშინ როცა ჰიტლერი, მოკრძალებით გულზე ხელებგადაჭდობილი და გარინდული, ოდნავ შესაგრძნობი აურის საფარველში გახვეული, უსასრულოდ იზრდება და სიშორისაკენ მიისწრაფვის. ვინ იცის, იქნებ მისი სახე გამუდმებით ასხივებს ისეთ შინაგან ძალას, რომ დაუნდობელი, მოურიდებელი კამერა უძლურია შეაჩეროს და ფირზე აღბეჭდოს იგი.

  დაფარული არ გაცხადდების, მაგრამ მაინც ღირს შეეცადო გამოიცნო იგი. ძალზე დამახასიათებელია ის ფოტო, სადაც იგი ბატონ რიბენტროპს, ლონდონის მაშინდელ ელჩს, ფლოტის თაობაზე მიღებული კონვენციისთვის მადლობას უხდის: სერიოზული და შეწუხებული სახე აქვს, ბატონი რიბენტროპი კი სიხარულისგან გასხივოსნებულია და ის სხივი ფიურერის შინაგანი შუქისგან მოედინება. დიახ, მისი სახე აშკარად განსახოვნდება იმ ადამიანში, ვისაც იგი იმ წუთში ესაუბრება. იგი ხშირად ჩნდება მოზარდების წრეში და მათი აღფრთოვანებული სახეებიც მისი შუქითაა გაცისკროვნებული.

  მას ჟამიდან ჟამზე კვირის ახალ ამბებში ვუყურებ ხოლმე. აქ მისი სახე უფრო უშუალო და მეტყველი ჩანს.

მარშალ გერინგის ქორწილზე გადაღებული ფილმი კი მას ლამის სიმბოლურად წარმოგვიდგენს. იგი ყველასთან ახლოს დგას, განსაკუთრებით კი ახალდაქორწინებულ წყვილთან და მაინც ჩანს, რომ თანამებრძოლები და მეგობრები, ანუ მისი ახლობლები, ამ სიშორეს ყველაზე უფრო მწვავედ სწორედ მის სიახლოვეს გრძნობენ.

  ერთხელ იგი – თუკი უფლება მაქვს ჩემი სუბიექტური განცდა სიტყვიერად გამოვხატო – შემოქმედებით, სულიერ სიბრტყეზე აღვიქვი, იქ, სადაც ირეალური ლამის რეალურს ესაზღვრება. ამიტომაც ვბეგავ ვთქვა: ვერც ერთი მხატვარი ვერ შეძლებდა მისი შინასახე სრულად გამოეხმო და პორტრეტში გაეცოცხლებინა. იქნებ ვინმე ხეზე მკვეთელს ხვდომოდა წილად ეს ბედნიერება, მაგრამ მაშინ პორტრეტს მისი მუქლურჯი და თან შუქიანი თვალები დააკლდებოდა, მის შინაგან სამყაროს თავის თავში ფარულად რომ დაატარებენ. ამ თვალების მკაცრი მზერის წინაშე გაცამტვერდება ყოველივე ყალბი და ცრუ.

  მისი მიხრა-მოხრა თავის სწორუპოვრობის გამოა თვალშისაცემი. აი იგი კიბეზე ჩამოდის. კიბის ძირში მედიდურად ჩერდება საგნებს ზემოდან დასცქერის და შორს ისე იყურება, თითქოს უეცრად რაღაც საფრთხე იყნოსაო; შემდეგ თავს ხრის, ოდნავ მკაცრად, გრძელი, ღონიერი ნაბიჯით განაგრძობს გზას.

ხელებს იქნევს, გრძელ, ენერგიულ ხელებს, რომლებიც მის მტკიცე ნაბიჯს ფრთას ასხამენ. აქ მისი ყოველი მოძრაობა პლასტიურად დასრულებული ჩანს.

  გადამწყვეტი წამი

  რომ არც გონი წაერთმევა და არც სიკვდილის სუნთქვას შეიგრძნობს – ცეცხლი ხომ მისდაუნებურად გაჩაღდა! მაგრამ იმიმწამსვე მაინც აიტანს შიში და ალის ჩასაქრობად ხეს მივარდება. ხელებს გამალებით ამოძრავებს, დემონურად ყვირის და ღმუის, თითქოს უნდა ამოთქვას: არა, არა, ეს არ მოხდება! ბოლოს, როგორც იქნა, აქრობს ცეცხლს და ხელებდათუთქული გარბის.

  იგი გარბის: მას სიმამაცე არ ეყო შეეცნო ჭეშმარიტება, რაიც, თუ გნებავთ, ამქვეყნად ყოფნის სიმამაცეც გახლავთ. ამ სიმამაცის გარეშე კი არც დაფარული შეიცნობა და არც ისტორიული საქმენი ხდება. ლუთერი წაუკიდებდა იმ ხეს ცეცხლს, ფრიდრიხ ნიცშეც და ნაპოლეონის ყოველი დიადი წამიც იმ ცეცხლის ალში დგებოდა ხოლმე. დღევანდელი წინამძღოლები, ვინც კი თავიანთ ხალხში დაწინაურებულა, ყველა როგორც ერთი, ამ ცეცხლის გენითაა გულანთებული. მუსოლინის, amor fati -სგან მუშტად შეკრულს, აქვს გადამწყვეტი იერიშის წამოწყების გამბედაობა, ხოლო ადოლფ ჰიტლერი ამ სიმამაცით უჩვეულოდ, ნერვის უკანასკნელ ძაფამდეა შეპყრობილი.

ერთ მაგალითს მოვიყვან.

  ,,1932 წლის 8 აპრილს გერმანიას ისეთი ავდარი დაატყდა თავს, ყოველგვარ წარმოდგენას რომ აღემატება. შავი ღრუბლებიდან სეტყვამ წამოუშინა. ნიაღვარმა წალეკა ბაღები და ველ-მინდვრები. მღვრიე ქაფიანმა წყალმა დატბორა გზები და ლიანდაგები, გრიგალმა ფესვიანად ამოგლიჯა საუკუნოვანი უზარმაზარი ხეები. ამ დროს ჩვენ მანქანით მანჰაიმის აეროდრომისაკენ მივემართებოდით. ვინ გაბედავდა გამძვინვარებული სტიქიისათვის მიენდო თვითმფრინავი – გერმანულმა ლუფტჰანზამ შეაჩერა ყველა რეისი. აეროდრომზე კი, კოკისპირულ წვიმაში დგანან ჩვენი მომხრეების ყველაზე შეუდრეკელი რაზმები.

მათ უნდათ აქ იყონ, უნდათ საკუთარი თვალით იხილონ, ასეთ ავდარში ფიურერი როგორ მიენდობა თვითმფრინავს. ფიურერი ბრძანებს დაუყოვნებლივ აიღონ სტარტი. ჩვენთვის უნდა შესრულდეს დღის განრიგი, რადგან დასავლეთ გერმანიაში ასეულ ათასობით ადამიანი გველოდება. თვითმფრინავი ანგარიდან გამოჰყავთ. მონტიორებისა და სპეცრაზმელების კუნთმაგარი ხელები ძალღონის არაადამიანური დაძაბვის ფასად ახერხებენ ბილიკზე თვითმფრინავის დაკავებას, რომ ქარიშხალმა არ აიტაცოს და არ დაამსხვრიოს იგი. მოტორების ორღანი ახმიანებულია. პილოტი უჩინარი ხელით ორღანისტივით ცვლის რეგისტრებს და ხან უკლებს და ხან უმატებს გუგუნს.

მოტორები უკვე გახურებულია, სანამ ასაფრენ ბილიკს გაუთავისუფლებდნენ, მოთოკილი ძალით მოუთმენლად ძაგძაგებს ჩვენი ჰიპოგრიფი. ერთი ყალყზე შედგომა და ჩვენი ძვირფასი ბედაური უკვემ წვანე მინდორზე მიჰქრის. რამდენიმე თამამი ნახტომი, უკანასკნელი წამიერი შეხება მიწასთან, ჩვენ უკვე ჰაერში ვართ და ჯადოქრის მოთუხთუხე ქვაბში ვიძირებით. ამას ფრენა აღარ ჰქვია. ესაა ბზრიალ-ტრიალი, რომელიც დღემდე უშორესი სიზმარივით გვაგონდება. ჩვენ ხან გრიგალს მოვექცევით თავზე, ხან ღრუბლების ნაფლეთებს მივაპობთ, უხილავი გრიგალი ხან სიღრმეში ჩაგვიტანს, ხან კი გვეჩვენება, თითქოს შორეული ამწე ზევით ვერტიკალურად გვეწეოდეს. და მაინც, უსაფრთხოების საოცარი შეგრძნება ღვივის ჩვენში სტიქიის ამ ბობოქრობის ჟამს.

ფიურერის აბსოლუტური სიმშვიდე ყველას გვედება.

  ადოლფ ჰიტლერი ისე შეუპოვრად მოქმედებს, რომ გიჩდება შეგრძნება: ურჩხულიც რომ გადაუდგეს წინ, არ შეუშინდება.

დიახ, გჯერა, რომ იმ ურჩხულს დაამარცხებს. იგი მიმართავს ხალხს, მტკიცედ და გაბედულად და საკუთარ თავსა და სხვებს შორის მიჯნას ვეღარ გრძნობს;თავისი ქვეყნის პულსი მასშივე ფეთქავს. იგი კვლავ და კვლავ იყენებს პირის ნაცვალსახელს ,,მე”, ოღონდ ,,მე” ამ შემთხვევაში ხალხის ზეპიროვნულ თვითობას ნიშნავს. ამ დროს მისი ფოლადივით სიტყვა უზარმაზარ ძალას ასხივებს, უფრო მეტიც – იგი ქმედით ძალად გადაიქცევა. მისი გამჭრიახი გონება ჯერ არშობილ საიდუმლოს წვდება და ლაღი ჩირაღდანმსტყორცნელის დარად ბრმა ბედისწერას ათვინიერებს. სიტყვის ბოლოს მისი დიონისური ფრთების მოქნევა იმ ფრინავის ფრენას ჰგავს ოკეანეს რომ გადაუფრინა და ახლა მის მოლოდინში გარინდული ხალხის წინ ძლევამოსილად ეშვება მიწაზე.

 

ცეცხლოვანი სასმელი

ერთი ქართული ნაწარმოები მოგვითხრობს: მე–18 საუკუნისდ დასასრულს, მონებად გასაყიდად სამეგრელოდან ორი ბიჭუნა გაიტაცეს.

საქართველოს ამ კუთხეში ეს საზიზღარი ვაჭრობა ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი. ისინი ერთხანს ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს დააშორეს და აი, 1798 წელს, ეგვიპტეში, ნაპოლეონის ლაშქრობისას ერთი მათგანი დიდი მხედართმთვრის არმიაში აღმოჩნდა, მეორე კი ლომგული მამლუქების ბანაკში. პირამიდებთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთი მათგანი ბრძოლის ველზე ეცემა. სასიკვდილოდ დაკოდილს ერტი სიტყვა აღმოხდება: „ნენა“, დედის საალერსო სახელი, ერთადერთი სიტყვა მშობლიურ ენისა, რომელიც დაწნეხილი სულის სიღმეში ჰქონდა შემორჩენილი. როგორც დაუნაწევრებელი ბგერებისაგან შემდგარი გმინვა, ისე განიბნა მისი ხმა კოსმიურ სივრცეში. განა ვინმეს შეეძლო გონმიხდილის ხმა გაეგონა? მაგარმ არის ერთი კაცი, ვინც ამ ხმას გაიგონებს: მისი ოდინდელი მეგობარი. მის გულშიც მშობლიური ენის ეს სიტყვაა შემორჩენილი.

თავზარდაცემულს ესმის სულთმობრძავის ხრიალი. ტკივილი უორმაგდება, როცა მიხვდება, რომ მისი ბედის მოზიარე ხელჩართულ ბრძოლაში საკუთარი ხმლით განუგმირავს. მაშინ კი სასოწარკვეთილი ყვირილი აღმოხდება და მის ყვირილში წუთისოფელთან გამოთხოვების წყევლა-კრულვად გადაიქცევა.

  ვისაც ეს ყვირილი ძარღცვსაც არ შეუტოკებს, იგი სიტყვა „სამშობლოს“, ფიურერის მიერ წარმოთქმულს, ვერასოდეს გაიგებს. ადოლფ ჰიტლერმა ამ საკვირველ სიტყვას ჭეშმარიტად დაუბრუნა თავისი პირვანდელი აზრი. სამშობლო – აი,რა არის მისი ცეცხლოვანი სასმელი.

  იგი მკაფიოდ გამოკვეთეს სამშობლოს ცნებას და მისი მეოხებით თვითონაც ვითარდება.ისევე როგორც მისი სახე ირეკლება ხოლმე მასთან მოსაუბრის სახეში,ასევე ხელშესახებად ცნაურდება გერმანიის მზის წნულში მისი არსი.ამბად ყვებიან:ერთი ახალგაზრდა კაცი მეგობარს საჩუქარს უძღვნის,მეგობარს კი თავის მხრივ სამაგიერო საჩუქარი აქვს მომზადებული.ორივე ერთდროულად ხსნის პაკტტს და გაოცებულნი ხედავენ:ერთმანეთისთვის ფიურერის პორტრეტები მიუძღვნიათ.კიდევ ერთი სურპრიზი ისაა,რომ სურათებზე ორივეს წაუწერია:შჟ:“ფიურერისადმი ერთგულების ნიშნად“.სხვა ამბავსაც ყვებიან:ერთ მოხუც მანდილოსანს საგანგებოდ გამოუკითხავს რა ჯიშის ვარდი ჰყვავის აპრილში.იმ ჯიშის ვარდი ტავის ბაღში დაურგავს და ყოველ წლის 20 აპრილს,ფიურერისდაბადების დღეს,მოწიწებით თავდახრილი,მლოცველივით დგას მის წინაშე.გამიგონია:ერთი ყმაწვილი გოგონებს გაუბრაზებიათ,მასაც ერთ–ერთის ცემა დაუპირებია,მაგრამ უეცრად მიმხვდარა,რომ ეს სწორედ ის გოგონაა, ერთხელ ფიურერმა რომ გადაუსვა ქერა თავზე ხელი და თვალის დახამხამებაში გახსენებია,ხელის გადასმისთანავე იმ გოგონას შარავანდედივით რომ დასდგომია ნათელი და მარჯვენა მოსდუნებია. კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთი ქალი აგვიწერს ჰიტლერთან შეხვედრის ამბავს: თავიდან მხოლოდ ვუყურებდი ფიურერს, მაგრამ როგორც კი ლაოპარაკი დაიწყო და ხელები აამოძრავა, იგიგ საოცრებად გადაიქცა. ეს სიტყვები ბავშვური გენიალობის ნიმუში გახლავთ! (გეორგ შოტი:“სახალხო წიგნი ჰიტლერზე“.) ერთი ახალგაზრდა კაცისთვის უკითხავთ, როგორ ეზიარე ნაციონალურ სოციალიზმსო.

მას მოკლე პასუხი გაუცია: ფიურერის დანახვის თანავე გამიჩნდა გრძნობა,იგი ჩვეულებრივ ადამიანზე აღმატებული რომ იყოო.კიევ ერთი პატარა ამბავი:ერთი უცხოელი ბერლინიდან იენაში მიემგზავრება, მასთან ერთად კუპეში ერთი ქალი და მისი ხუთი–ექვსი წლის გოგონა ზის. გაიბმება უბრალო საუბარი. ქალი შეამჩნევს,რომ მისი თნამგზავრი დამწუხრებულია და ეკითხება, რა შეგემთხვაო. იგიც უყვება, ახლახან, თბილისში, როგორ დახვრიტეს მისი მეგობრები, მისი სამშბლოს მზე კაცები, რომლების მისთვის ძმებზე მეტი იყვნენ. შწუხებული ქალი დუმს, მისი გოგონა კი კაცს უცნაური სახით დიდხანს, სერიოზულად უყურებს, მერე კონვერტიდან სათუთად იღებს რამდენიმე ღია ბარათს და დამწუხრებულ კაცს ათვალიერებინებს.“ აი ფიურერის სახლი“, ჩურჩლებს იგი ეიყვარულით სავსე ხმით, „აი თვითონ ფიურერი“. გულ აჩუყებული კაცი გოგონას სამოთხისებურ სიახლოვეს შეისუნთქავს და შუცდომლად გრძნობს, რომ ბავშვი ამ სურათებით შეუმჩნევლად მის ნუგეშის ცემას ლამობს.არასოდეს დაავიწყდება გოგონას გულთბილი სახე, თმცა მისთის სახელიც კი არ უკითხავს. ასე ჯობიაო,ფიქრობდა შემდეგ: ჭეშმარიტი შეხვედრა, რომელშივ რაგაც ღმერთთან სიახლოვისებური ურრევია, ჩვეულებრივი „ნაცნობობოთ“ ვერ დამთავრდება.

ის კაცი ვისაც ეს ამბავი შეემთხვა, ამ სტრიქონების ავტორი გახლავთ.

და ასე შემდეგ,და ასე შემდეგ.

  აი, ასე, უმცირეს დეტალებში მჟღავნდება ფუირერის ზემოქმედების ძალა. იგი ხალხის ენერგიებს განასხეულებს და მისი პიროვნული არსიც იმ ენერგიებით იკვებება. იგი ამას საკუთაარი სულის სიღრმეში გრძნობს.1936 წლის 29 მარტს წარმოთქმულ წინასაარჩევნო სიტყვაში მან გულიდან ამოხეტქილი სიტყვები თქვა: სამი წლის მანძილზე მე ვაძლევდი გერმანელ ხალხს ძალას, ახლა ელოდები გერმანელმა ხალხმა თავის მხრივ მე მომცეს ძალა, მე ერს რწმენა განვუმტკიცე, ახლა ვიმედოვნებ ერი მე განმიმტკიცებს რწმენასაო.

  ღრმა აზროვანი . შუქმფინარე სიტყვებია. მხოლოდ მას, ვინც თავისი სულის იდუმალ სიღრმეში დაძაბულობის ფასად უზრუნველყოფს პიროვნული თვითობისა სდა მთელის ნების ფასად ნაყოფიერ ურთიერთზემოქმედებას, მხოლოდ მას ძალუძს ბედნიერების მომნიჭებელი ღვთიური ჟრუანტელით ატანილმა მიადევნოს თვალი ამ ენერგიების მიქცევ–მოქცევას.

  წინასაარჩევნო სიტყვა ადოლფ ჰიტლერმა 28 მარტს,კიოლნში წარმოთქვა.“ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდათ,–ამბობს მისი თანამებრძოლი დოქტორი გებელსი,–თითქოს გერმანია ყველა ფენის,პროფესიისა და კონფესიის მომცველ დიდ ღვთის სახლად გადაქცეულიყოს, სადაც მათი მფარველი ყოვლადძლიერის მაღალი საკურთხევლის წინაშე ნებისა და საქმის დამადასტურებელი სიგელის მოსაპოვებლად იღვწოდა და თან უზენაესს წყალობასა და მფარველობას ევედრებოდა იმ მომავლისათვის, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვევლად და ბუნდოვნად იდო ჩვენს თვალთა წინაშე“.

როცა მიმართვა გერმანელი ხალხისადმი დასრულდა ფიურერი კიოლინიდან გაემგზავრა. დოქტორი გებელსი განაგრძობს: „ ვაგზლებზე, სადაც კი რამდენიმე წუთით შევჩერდით, ხალხის ტევა არ იყო.

ისინი ეტყობა, გულის კარნახს აჰყვნენ და ერთხელ კიდევ განადიდებდნე იმ ადამიანს, ვისმა ხმამაც ისინი აქ მოიყვან. ის კი მდუმარედ იჯდა თავის კუპეში, ფანჯარათან, თავის ქვეყანაში, თავის ხალხში გამავალ გზას მიუყვებოდა და იმ წუთებში ალბათ არ ტოვებდა ბედნიერების განცდა, თავის იერის გულში ღრმად და მყუდროდ რომ იყო ჩაუდებული“. ზუსტი ნათვამია!

  ზოგჯერ ერთი ჭის წყალს მთლიანად გამოფიტულ მიწაზე მიუშვებენ ხოლმე, ხოლო მერე ამომშრალი ჭა ერთხანს ჩაფლულია ნეტარ მყუდროებაში, მაგარმ მისი სიღრმიდან მაინც ჟინიანად მოიკვლევს გზას წყლის ნაკადი – საქართველოში ამას წყაროსთვალს ეძახიან – და ჭის წიაღი ნელ–ნელა უხმაუროდ ივსება. ეტყობა, მაშინ სიმშვიდეში ჩაძირული მდუმარე ჰიტლერი გრძნობდა მასში იმ ჭასავით როგორ მოედინებოდა ხალხის ძალები.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close