პოეზიაფრიდონ ხალვაში

ხსნა

ჩემი და შენი ხსნა იგვიანებს, _
მეხვევა კლარჯი და მეუბნება, _
რატომ ჩვენ, _ ქართველ ადამიანებს,
ღმერთი გვიმალავს თავისუფლებას?

_ ამდენ მილიონ (გაიშვერს სამ თითს)
გურჯის, ეტყობა, ხსნა არსადაა…
სანამდი იყოს ჩემი იმედი
გამოფხეკილი, როგორც კარდალა?

ვიდექი, ყორეს ვეყუდე ჯავრით
(სულ რომ მტკიოდა, იმ მიწაზე ვარ),
მოვიდა ღამე და ღამემ ქარით
ჩვენი ფიქრების იწყო აზელვა.
მაინც ამოკრთა იშხანს ნათელი
და, როგორც ჯილდო, გაღმა ახოდან
ხმა მომეფინა, ერთი ქართველი
ქართველს ქართულად რომ ეძახოდა

 

1989

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა