პოეზიაფრიდონ ხალვაში

ხე იდგა

მთაზე ხე იდგა განმარტოებით,
ცაზე მიწის დარდს წერდა რტოებით.
ისე ბრგე ჩანდა, ისე მაღალი,
ისე ეკავა მიწა და ზეცა,
ავდრები თავზე გადანახალი
ჩამოიფურცლა, წიგნად დაკეცა.
მე კი მეგონა მასზე მიყრდნობილს,
გაიგონებდა, რასაც ვიტყოდი…
ტანზე უტოვა დრომ იარები
თუ ისიც დაჭრეს ჟამთა ეჭვებმა?!
ის იდგა მე კი თუმც ვიარები,
იგი ყველაზე ბრძენი მეჩვენა.
იდგა ხე მთაზე განმარტოებით,
მიწის დარდს ცაზე წერდა რტოებით.
1. III
 

1997

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა