პოეზიაფრიდონ ხალვაში

ჭოროხო, შენი ოხვრა-ნაღველით…

ჭოროხო, შენი ოხვრა-ნაღველით
ისე გვიყვარხარ, რომ იმ არეულ
დროში დავარქვით შენი სახელი
ერთ პატიოსან ჩვენს ჟურნალ-რვეულს.

მაგრამ რაღაცამ მაინც, ბოლო დროს,
დაგვრია ხელი, და აჰა, უკვე,
შენაც გატკინეთ გული, ჭოროხო,
ხსენებას შენსას მგონი ვაუქმებთ.

წაშლა ქაღალდსაც კი არ ეამა,
გვითხრა, _ თქვენ ლანქრის ქაფად არ ღირხართ,
ჭოროხი მარტო წყალი კი არა
ის საქართველოს გულის ძარღვია.

ის რომ იწყება, ჩვენც იქ ვიწყებით,
დედაენას ჰგავს, _ მძლე, ვაჟკაცური
მოედინება მწუხარ მიწების
ცრემლად, სისხლად და ოფლად ნაწური.

მე რომ პირველი ლექსი მაჩუქეს,
კვლავ იქ დავდექი, ყრმობის ადგილთან,
მდინარემ მკითხა, _ რად მათქაშუნე
რითმებში, მოვლა თუ არ ძალგიძდა?
ვკადრე: _ ამხელა წყალს ვინც ვერ გწყალობს,
მან არ გახსენოს იქნებ ორჯერაც,
შენ რომ ჩემსავით ლექსით ეწვალო
ჩვენებურების გულის მორჩენას.
V

1999

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა