პოეზიაფრიდონ ხალვაში

ჭოროხის ახალი ხვაშიადი

პოემიდან

როგორც ჩაიკრავს გულში ზღვა ჭოროხს
ორივე თითქოს მშვიდდება ბოლოს.
შეხვედრას ასეთს არ ვიცნობ არსად,
დედაშვილურს ჰგავს მგონი ეს ყოფნა,
რომელი-რომელს თვლის თავის მშობლად? _
ზღვა მდინარეს თუ მდინარე ზღვასა?

ის ახლობელი შორი ზეგნები, _
შავშეთი, ტაო, _ კენჭებად, თქორად,
ძველი ტაძრების ვარამი, გლოვა,
ძვირფასი, ძნელი ძებნით შეკრებილ
მწველ სიმღერებად ბარად რომ მოაქვს,
ჭოროხს ყოველთვის გულში ექნება.

რაც არსებობენ, ასე იარეს _
ცრემლი ერთვოდა ქართულ მდინარეთ.
მაგრამ ჭოროხის ვარამ-გოდება
მაინც სხვა იყო…დღეს კი ერთგული
ხელფეხშეკრული ჩვენი ენგური,
ყველაზე მეტად შეგეცოდება.

ნაპირი ნაპირს ნაპირისპირი
კვნესის და ტირის, მდინარეც ტირის,
გაოცებულნი ცის სამყარონი
ხედავდნენ, როგორ თოვლში ნათრევნი,
იხოცებოდნენ უსახლკარონი
და ღალატობდა ქართველს ქართველი.

1995

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა