პოეზიაფრიდონ ხალვაში

ძვირფასო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვხედავთ…

ძვირფასო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვხედავთ,
ხეები მზეზე როგორ თბებიან,
მტკვარში ჩასული თბილისის მთები
ერთიმეორეს ეხუტებიან.

გადადარებულ ცაში ჩვენ ვხედავთ,
ნისლები როგორ თეთრად კვდებიან,
და ბალახები ნამის ცქრიალა
თვალებით როგორ გვაკვირდებიან.
მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ ბედნიერიც
ზოგჯერ საოცრად არის ობოლი…
დღეს, ასე ყვითლად დაღამებული,
მდინარეს მიაქვს, როგორც ფოთოლი.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა