პოეზიაფრიდონ ხალვაში

ჩემი სოფლის სკოლის ხვაშიადი

მწუხარე დედას ჰგავს მთაში სახლი, _
ჩემი გამზრდელი სკოლა, ჭკვიანი,
ისევ მიცქერის ჯავრით და ნაღვლით,
დაბერებული, ყავარჯნიანი.

ძელის ნაბზარში თითებს რომ გავჩრი
და მოფამფალე ჭერქვეშ შევძვრები,
მკითხავს: ვინ გიშლის, რა გიშლის, რა გჭირს,
გამზრდელის შველა რად ვერ შეძელი?!

ხედავ? _ შენს მერხზე ნაფშვენი წელთა
აბლად ქცეულა, ისე ძველია,
თავნიდან გაბმით წვეთი რომ წვეთავს
მარტო წვიმაა? _ ჩემი ცრემლია!

გადამირჩინეთ იქ ჩემი სკოლა,
არ შეატოვოთ ნორჩები მოლას!
უძლო აჭარამ ბევრ წყენა-ტკენას,
გული კვლავ გულობს და ნიჭი ნიჭობს,

ჩვენი ერობის ფესვი და გენი,
რომ ვეღარავინ ვერ ამოგლიჯოს,
გადამირჩინეთ იქ ჩემი სკოლა.
არ შეატოვოთ ნორჩები მოლას!
10. XII.
 

1997

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა