პოეზიაოთარ ჭილაძე

ხევსურები

არ დასდგომიან მომხდურს მსახურად,
სულ მზისკენ ჰქონდათ გაჭრილი კარი,
სჯეროდათ ეშმა და მაძახურა
ისევე, როგორც ლაშარის ჯვარი.

მდინარის ლოდზე დაშნებს ლესავდნენ,
უყვარდათ ჯდომა უბელო ცხენზე,
ვეება ჯვრები ეხატათ მხრებზე
და ყვავილისაც სწამდათ მზესავით.

იმედი ჰქონდათ აღმოსავლეთის,
ელოდებოდნენ ფარსმანის მოსვლას
და თავს ერჩიათ წაწალის კოცნა-
თავის სიტკბოთი და სიმწარეთი.

ასეთი იყვნენ-გინდ ბისოელნი,
გინდ არხოტელნი და გინდ როშკელნი-
ნაშიერები ცხელი ბოსლების
და მემკვიდრენი ცივი კოშკების.

იყვნენ და გაქრნენ... მაძახურებმა
ამოიკუპრეს პირიც და თვალიც.
ძველი, ბებერი ცა იხურება
და იკარგება ხევებში კვალი.
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა